Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all 4728 articles
Browse latest View live

შსს: იქმნება სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა

$
0
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სექსუალური დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.

უწყებაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს, რომლის მიზანი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაული ჩამდენ პირთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება და დანაშაულის პრევენციაა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები სექსუალური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასადა მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

"მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.", - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა.

ნინო ცაციაშვილის განცხადებითვე, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ის ამბობს, რომ ამ მიზნით შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.

"კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სექსუალური დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასადა შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში", - თქვა ცაციაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

უწყებაში ამბობენ, რომ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

ნახეთ ტაბულას სტატია სექსუალური ძალადობის შესახებ, მათ შორის, ძალადობა არასრულწლოვნების წინააღმდეგ - "3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

ქართული
გარყვნილი ქმედებაარასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობასექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებასექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზესქესობრივი დანაშაულისექსუალური დანაშაულიდანაშაულის სტატისტიკაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსექსალური დანაშაულის ჩამდენ პირთა ბაზაარასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისექსუალური დანაშაულიNews ItemVideoპოლიტიკაFull widthNoBefore article text

რა ზრდის ოპოზიციისთვის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანის შანსს

$
0
0

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზების შანსს ყველაზე მეტად პარტიებს შორის პოლიტიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა ზრდის. ამით სხვადასხვა გემოვნებისა და შეხედულების ამომრჩეველს საშუალება ეძლევა, არჩევანი იმ პარტიაზე გააკეთოს, რომლის ხედვებიც მის პოლიტიკურ გემოვნებასთან თუ საჭიროებებთან ყველაზე ახლოს დგას. 

პოლიტიკური მეცნიერები, ლუის ორიოლსი და ალვარო მარტინესი ესპანეთის არჩევნებზე დაკვირვებით, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს 30 წლის მონაცემების საფუძველზე იკვლევდნენ. შედეგად, მათ ის ორი მიზეზი გამოყვეს, რის გამოც ამომრჩეველი, შეიძლება, გადაუწყვეტელი იყოს: პირველი ოპოზიციურ პარტიებს შორის კონკურენციისა და მრავალფეროვნების ნაკლებობაა, ხოლო მეორე - სახელისუფლებო პარტიის იმიჯის დაკნინება. ამაში ის იგულისხმება, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც ოდესღაც სახელისუფლებო პარტიას მისცეს ხმა, თუმცა იმედგაცრუების გამო გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიგებში გადაინაცვლეს.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების საკითხის კვლევა დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში პოპულარულია. საკითხით დაინტერესებული პოლიტიკის მეცნიერები თვისებრივი მახასიათებლების მიხედვით გამოყოფენ ხოლმე გადაუწყვეტელი ამორჩევლების რამდენიმე კატეგორიას. მათ შორის არიან - დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, პოლიტიკურად ინდიფერენტულები, უმაღლესი განათლების არმქონეები და ახალგაზრდები. აქ გამოიყოფა ორი ძირითადი კატეგორია: სუსტი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უფრო მეტად სუსტი პარტიული იდენტიფიკაციის მქონე პირები.

ამ მხრივ საინტერესოა მენდელსონისა და ო’კიფის მიგნება, რომლებიც 1972 და 1974 წლებში ოჰაიოს შტატის არჩევნებს აკვირდებოდნენ. დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ჯგუფში მყოფი ინდივიდები იცვლებოდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლობა არა იმდენად პერსონალური მახასიათებლებითაა გამოწვეული, რამდენადაც პოლიტიკური კონტექსტით, განსაკუთრებით კი ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტორით - პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობითა და სახელისუფლებო პარტიის პოპულარობის კლებით.

საინტერესოა, თუ რა ფაქტორები განაპირობებს გადაუწყვეტელ ამომრჩევლად იდენტიფიკაციას. პოლიტიკური მეცნიერები თანხმდებიან, რომ როდესაც პოლიტიკური პრეფერენციის გამოხატვის დანახარჯი მაღალია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობაც იზრდება. ასეთი მაღალი დანახარჯის მაგალითია სწორედ არაპოპულარული სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა მიერ მხარდაჭერის გამოხატვა. ამ დანახარჯების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელობის მიზეზების გამოსაკვლევად, თუმცა ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიებს უმეტესად არ აქვთ პირდაპირი შესაძლებლობა ამ მიზეზების ცოდნა საკუთარი მხარდაჭერის გასაზრდელად გამოიყენონ.  

პოლიტიკური მეცნიერების ამ მიგნებებიდან, შესაძლოა, რამდენიმე ზოგადი მოსაზრება განვავითაროთ. თუკი ოპოზიციურ პარტიებს მართლაც სურთ 2020 წლისთვის ქართული ოცნების დამარცხება, უპირველეს ყოვლისა, ისინი საარჩევნო დისკურსში პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და გამმიჯნავი ხაზების შემოტანას უნდა ეცადნონ. ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა განასხვავებს ერთმანეთისგან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, ევროპულ საქართველოსა და გირჩს, გირჩსა და რესპუბლიკურ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიასა და ლელოს და ყველაზე მთავარი, რა განასხვავებს ყველა ამ პარტიას მმართველი გუნდისგან.

პარტიების ლიდერებმა არჩევნებამდე დარჩენილი დრო თავიდან ბოლომდე უნდა მიუძღვნან ამომრჩევლებისათვის იმის ახსნას, თუ რას სთავაზობენ ამომრჩეველს განსხვავებულს, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მას და არა - სხვას.

ცხადია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის გადაკვეთა აუცილებლად იარსებებს, თუნდაც საგარეო კურსის ნაწილში, თუმცა ახალი პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით კი ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებული პოლიტიკური მრავალფეროვნების მაქსიმალურად წარმოჩენას უწყობს ხელს, რადგან ამ სისტემაში პარტიებისთვის სწორება საშუალო ამომრჩეველსა და შუალედურ პოზიციებზე შედეგის მომტანი არაა. 

მიუხედავად იმისა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სიმრავლე სწორედ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ეფექტიანობის ნაკლებობაზე მიანიშნებს, ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ამომრჩევლები ავტომატურად პოტენციურ მხარდამჭერთა ბაზად არ გარდაიქმნებიან. ოპოზიციისთვის ამ კატეგორიის ამომრჩევლების მიმხრობა ყველა სხვა კატეგორიის ამომრჩევლის გადაბირებაზე არანაკლებ რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ გადაუწყვეტელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოდესღაც სწორედ სახელისუფლებო გუნდს უჭერდა დეკლარირებულად მხარს. ასევე, შეიძლება, მათ წინასაარჩევნო კვლევაში ხელისუფლების მხარდაჭერა არ გაამხილონ, თუმცა, არჩევნებზე მაინც მათ მისცენ ხმა.

ხელისუფლებისთვის გადაუწყვეტელი ამომრჩევლების სიმრავლე განგაშის ზარის შემოკვრის საფუძველს არ წარმოადგენს მანამ, სანამ არ გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ალტერნატივები, რომლებიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის რეალურ"საფრთხეს"შექმნიან, რადგან ხელისუფლებაში იციან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ამგვარი მრავალფეროვნების არარსებობის შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება შეძლონ, მაინც მაღალია. უარეს შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ისიც მისაღებია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სახლში დარჩეს. 

შესაბამისად, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ და ამომრჩევლებს არსებით პოლიტიკურ მრავალფეროვნებას შესთავაზებენ, ქართული ოცნებაც იძულებული იქნება გადაუწყვეტელ ამომრჩეველში მობილიზაციის მეტ ძალისხმევას მიმართოს. 

ქართველი გადაუწყვეტელი ამომრჩეველის სატკივარი ჩვეულებრივ გამოიხატება ფრაზაში: “ესენი [ხელისუფლება] არ ვარგა, მაგრამ ვინაა უკეთესი?” ხარისხიანი ალტერნატივების შეთავაზება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხელისუფლებისკენ გადახრილ ნაწილს ამ რიტორიკულ კითხვისგან მაშინვე ვერ განაიარაღებს. თუმცა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილი მაინც ღიაა ხარისხიანი ალტერნატივის გასაზიარებლად. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი კლებულობს, როდესაც როგორც ხელისუფლებაში მყოფი ისე ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა უმეტესობას აძლევენ საკმარის საფუძველს და “უმცირებენ დანახარჯებს” საკუთარი პრეფერენციების ღიად გამოხატვისთვის.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

ქართული
გადაუწყვეტელი ამომრჩეველისაპარლამენტო არჩევნები 2020ერთიანი ნაციონალური მოძრაობაევროპული საქართველოქართული ოცნებაგირჩილელოთავისუფალი დემოკრატებირესპუბლიკური პარტია2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით კი, მოსახლეობის 57% კვლავ გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ბლოგირა ზრდის ოპოზიციისთვის გადაუწყევეტელი ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანის შანსსანა გვარიშვილიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

"ყველა იმ საკითხზე იქნება მსჯელობა, რომელიც გაჟღერდა" - საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება

$
0
0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება.

ტერიტორიაზე უკვე მივიდნენ სასულიერო პირები. ცნობილია, რომ საპატრიარქოში იმყოფება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობიც.

სხდომაზე შესვლამდე მედიის კითხვებს უპასუხა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა.

ის ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ბოლო დღეებში მედიაში გაჟღერდა და სინოდი სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბა.

ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, მეუფე საბა პასუხობს, რომ წინასწარ ვერ იტყვის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ დღეს ამ საკიტხსაც განიხილავენ.

ასევე, უცნობია სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებენ თუ არა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მეუფე საბა ამბობს, რომ უკრაინის ავტოკე​​ფალიასმხარს უჭერს.

წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, "წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთანდაკავშირებით საკითხის განხილვა".

სხდომას დაესწრება პატრიარქი ილია მეორეც.

ცნობისთვის, ბოდბელმაეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდისსაქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ისმკვლელობას გეგმავდნენ. 

გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს. შალვა თადუმაძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

ქართული
სინოდის სხდომაწმიდა სინოდის სხდომამეუფე საბამეუფე იაკობიმეუფე პეტრებოდბელი ეპისკოპოსიჭყონდიდელი მიტროპოლიტისაპატრიარქომეუფე იაკობის ინტერვიუმეუფე იაკობის განცხადებამეუფე იაკობის განცხადებებიციანიდის საქმე. ე.წ. ციანიდის საქმეგიორგი მამალაძედეკანოზი გიორგი მამალაძეგიორგი მამალაძის საქმესინოდის სხდომაNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

მეუფე პეტრე: სინოდმა გადაწყვიტა, რომ მამალაძეს გასათავისუფლებლად პრეზიდენტთან უშუამდგომლონ

$
0
0

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ინფორმაციით, სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ გიორგი მამალაძეზე პრეზიდენტს უშუამდგომლოს.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ​დეკანოზი გიორგი მამალაძის შუამდგომლობა, ერთსულოვნად გადაწყვიტა წმიდა სინოდმა, რომ უშუამდგომლონ პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად", - ამბობს მეუფე პეტრე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ქართული
დეკანოზი გიორგი მამალაძეგიორგი მამალაძედეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეე.წ. ციანიდის საქმეციანიდის საქმედეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

მეუფე ნიკოლოზი: იძულებული გავხდით, [მეუფე პეტრე] ხელით გაგვეყვანა სინოდის სხდომიდან

$
0
0

ახალქალაქის და კუმუდოსმიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მეუფე პეტრე ცაავა იძულებით გაიყვანეს სინოდის სხდომიდან, ვინაიდან ის "უხამსად იქცეოდა".

მისივე თქმით, "მეუფე პეტრემ არაერთხელ მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა წლების განმავლობაში. ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა - გააგარძელა კიდევ და დღესაც ასე მოიქცა".  

"ჩვენ გვინდოდა, მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე მოიქცა წმიდა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა და მე პირდაპირ ვამბობ, ეს იყო უხამსობა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა. 

უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. არ დავაზუსტებ, იმიტომ რომ სინოდის სხდომაზე მომხდარი ამბებია რომელიც ყოველთვის შიგნით უნდა დარჩეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, რომ.. მთელი სინოდი ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება არ არის მხილების ფორმა. შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს პატრიარქისთვის, ეს არ არის არც მხილების ფორმა და არც არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით, ეს აგვეხსნა. 

მხილება ცილისწამებისგან განსხვავდება იმით, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე იქნება დასკვნა გაკეთებული. ცილისწამებისასჯერ ამბობ რაღაცებს და მერე ჰპირდები საზოგადოებას, რომ წარმოადგენ არგუმენტებს. ეს არ არის ღირსეული საქციელი",- თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

მისივე თქმით, მეუფე პეტრე ცაავა ეკლესიიდან მთლიანად არ მოკვეთილა, თუმცა, განყენებულია მსახურებიდან, გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე წალკის მიტროპოლიტი იყო.  

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან სინოდმა დღეს, 31 ოქტომბერს გადააყენა. სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტულიცოდვის მხილებაა".

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს". 

ის სინოდის წევრებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამო იყო დაპირისპირებული. დეკანოზი მამალაძე პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მის უდანაშაულობაზე საუბრობს. იმავეს ამტკიცებს მეუფე პეტრე ცაავაც

ქართული
სინოდის სხდომამეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიმეუფე პეტრე ცაავასაქართველოს საპატრიარქოსინოდის სხდომაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

მეუფე პეტრე მამათმავლობის ბრალდებაზე: ხვალ შემეძლო ორი მოწმე მომეყვანა

$
0
0

სჯულის კანონის თანახმად, ორი ან სამი მოწმე, რომელიც არ არის მხილებული ცრუ ბრალდებაში, საკმარისია, რომ დამტკიცებულადჩაითვალოს ბრალდება. მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ 12 საათზე გავაგრძელოთ სინოდის სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომელიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ და ამაზე ისაუბრებენ

ქართული
მეუფე პეტრეპეტრე ცაავაილია მეორესინოდის სხდომასაქართველოს პატრიარქი.მეუფე პეტრეNews ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text

მეუფე პეტრე: ახალგაზრდა ჭაბუკების გამხრწნელობა - ეს არის პედარასტია

$
0
0

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა "პედარასტიაში", რომლითაც პატრიარქი მოიხსენია, "ჭაბუკების გამხრწნელი"იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.   

"ახალგაზრდა ჭაბუკების გამხრწნელობა - ეს არის პედარასტია, საეკლესიო ტერმინი. სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ, ეს არის ტერმინი, როგორც არის მოხსენიებული. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე... რაც არის ამ ტერმინის შინაარსობრივი მნიშვნელობა. თუ ვინმე ბრკოლდება [გამოთქმის ფორმის გამო], მე ვითხოვ შენდობას და პატიებას, არ მოვერიდები ამას, მაგრამ მე ვარქმევ სახელს, როგორც არის სინამდვილეში"- ამბობს მეუფე პეტრე მთავარის ეთერში. 

მეუფე პეტრე ცაავა დღეს წმინდა სინოდმა განაყენა. თავად პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, "პიდარასტიასა და მამათმავლობის"ცოდვითაა შეპყრობილი.

"ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი", - თქვა მან.  

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი გადაწყდეს". 

ქართული
მეუფე პეტრეპეტრე ცაავაილია მეორესაქართველოს პატრიარქისინოდის სხდომასაქართველოს საპატრიარქოქართულიმეუფე პეტრეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

სინოდი გეგმავს, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს

$
0
0

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. 

"წმინდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე, რომელსაც დღემდე შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეწყალების საკითხზე. მისი ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო.", - თქვა მეუფე დანიელმა, რომელიც სინოდის სხდომის მდივანია. 

საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, ვინაიდან, გაირკვა, რომ მან 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ "არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები"

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას ითხოვდა. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა. 

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან სინოდმა დღეს, 31 ოქტომბერს გადააყენა. სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტიისცოდვის მხილებაა".

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს". 

ქართული
დეკანოზ მამალაძის საქმეგიორგი მამალაძესაპატრიარქოწმიდა სინოდიმიტროპოლიტი დანიელიდეკანოზ მამალაძის შეწყალებადეკანოზ მამალაძის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text

მეუფე პეტრე: ეპარქიაში ვრჩები, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

$
0
0

მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც სინოდმა მღვდელმთავრობიდანგანაყენა, ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. ის ეპარქიაში გუშინ, 31 ოქტომბერს, ღამით ჩავიდა, სადაც მრევლი ელოდებოდა.

პეტრე ცაავა ეკლესიაში შეკრებილებს შეხვდა და კომენტარი გააკეთა მედიასთან. ჟურნალისტების კითხვას, რას აპირებს, ის პასუხობს, რომ რჩება ეპარქიაში, დაელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას და შემდეგ გადაწყვეტს.

"ჩამოვიდეს, სტუმარი ღვთისაა, მით უმეტეს, მას დაევალა ეს. მე შეჩერებული მაქვს მსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, რომ ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად", - თქვა პეტრე ცაავამ.

მისივე ინფორმაციით, მეუფე გრიგოლს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

პეტრე ცაავამ ასევე აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გრიგოლ კაციას ჭყონდიდის ეპარქიას ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ციანიდის საქმის შემდეგ სთავაზობდნენ. 

"მე ძალიან მებრალება, მძიმე ჯვარი შეხვდა მასაც, თავისი სინდისის წინაშე... უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა ციანიდის თემა დაიწყო და მცდელობა იყო ეპარქიიდან გადავეყვანე და ცვლილება მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქისმდივან-რეფერანტი მას სთავაზობდა ჭყონდიდელობას. ანუ ქალბატონი სთავაზობდა მას სინოდამდე, თუ სინოდში მე თანახმა ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობა", - აღნიშნა პეტრე ცაავამ.

ამასთან, უკვე განყენებული მღვდელმთავარი ამბობს, რომ მეუფე გრიგოლი მიმდინა წლის ივნისში იმყოფებოდა მასთან, როგორც პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი. მეუფე პეტრეს თქმით, გრიგოლ კაციას ესაუბრა "არსებულ ცოდვებზე", რაზეც მან უპასუხა, რომ "მამა უნდა დაფარო".

"მთელი გულისტკივილით ვესაუბრე არსებულ ცოდვებზე და რომ ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას, ისე აზრი არ ჰქონდა. თითქოს მას გაუკვირდა, მის გულწრფელობაში უკვე ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი, რომ მაქვს ამის მტკიცებულებები და არ მაქვს პრობლემა, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო მხოლოდ სჯულის კანონის ფარგლებში, ვკითხე, ყველაფერი ეს მართალი რომ აღმოჩნდეს, მაშინ რას იზამ-მეთქი და რუსულად მიპასუხა - "надо покрывать отца", ე.ი., მამა უნდა დაფარო", - ამბობს პეტრე ცაავა.

მისივე ინფორმაციით, სინოდის სხდომის შესახებ დღენახევრით ადრე შეატყობინეს და არ იცოდა, მისი საკითხით თუ უნდა განეხილათ. 

მეუფე პეტრეს აზრით, საჭიროა გაფართოებული კრების მოწვევა, რომელსაც სასულიერო და საერო პირები ესწრებიან, თუმცა დარწმუნებულია, რომ საპატრიარქო ამას არ გააკეთებს.

გარდა ამისა, პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მისი განყენებით ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობ იაკობიშვილის საკითხი გადაფარეს.

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს ის პრობლემატური საკითხი, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების სათავეები. გაითამაშეს სცენა, რაღაც აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია", - თქვა მან ჭყონდიდის ეპარქიაში.

პეტრე ცაავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სხვა ეპარქიებიდანთუ გამოუცხადეს მხარდაჭერა, რაზეც განყენებულმამღვდელმთავარმა უპასუხა, რომ მის ტელეფონზე ბევრი ზარი იყო შემოსული მღვდელმთავრებისგან, რომლებსაც ვერ უპასუხა.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურცოდვაში"ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის 1 ნოემბრისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლ კაცია შეცვლის.

ქართული
მეუფე პეტრეს განყენებამეუფე პეტრეჭყონდიდის ეპარქიაპეტრე ცაავაგრიგოლ კაციამეუფე გრიგოლიციანიდის საქმეწმიდა სინოდის სხდომასინოდის სხდომაილია მეორეილია IIსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმეუფე პეტრეს განყენებაNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ხელმძღვანელმა სტაჟიორი სექსუალურად შეავიწროვა - სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

$
0
0

საქართველოს სახალხო დამცველმა კერძო კომპანიაში სტაჟიორისსექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ქალს სექსუალურად მისი უშუალო ხელმძღვანელი ავიწროებდა.

კომპანიის და თანამშრომლების სახელი უცნობია.

​ქალიჰყვება, რომ მისი მისამართით იყო არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერი და ფიზიკური ქმედებები, რის გამოც შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

კომპანიაში მისი მოვალეობა ხელშეკრულებების მომზადება, კონსულტაციები და სხვა იურიდიული საკითხების მოგვარება იყო. გარდა ამისა, ის კარგად ფლობს ინგლისურ ენას, ამიტომ ესწრებოდა ხელმძღვანელების შეხვედრებს და თარჯიმნობას ითავსებდა. ქალის თქმით, ეს შეხვედრები ხშირად კომპანიის ოფისში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ იმართებოდა და გრძელდებოდა ღამის საათებშიც.

ლ.გ.-ს საჯაროობა არ სურს, ამიტომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში სახელები და გვარები დაფარულია. ომბუდსმენს სწორედ მან მიმართა და უთხრა, რომ 2018 წლის 10 მარტს, არასამუშაო დღეს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. შეხვედრაზე მყოფი ადამიანები სვამდნენ ვისკის და მასაც შესთავაზეს. ქალმა უარი თქვა და 15:30 საათზე ნათესავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოფისიდან გავიდა. თუმცა, მანამდე უშუალო ხელმძღვანელი, მ.ჩ. შეუთანხმდა, რომ დღის განმავლობაში კონკრეტული დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. სწორედ ამისთვის ის 18:00 საათზე დაბრუნდა სამსახურში, სადაც ხელმძღვანელი უკვე მარტო დახვდა.

ქალის თქმით, კაცმა მიაწოდა ჭიქა და უთხრა, რომ ეს ის ვისკი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ არ დალია და ახლა უნდა დაელია, რათა ნათესავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნათ.

ლ.გ. ამბობს, რომ უარი უთხრა, რადგან მშიერი იყო და ვისკი მასზე ცუდად იმოქმედებდა. თუმცა, კაცმა მას დალევა კიდევ შესთავაზა და ქალის თქმით, რადგან დაჟინებით სთხოვდა დალევას, ჩათვალა რომ "ხვეწნა-მუდარას"სჯობდა ერთი ჭიქა დაელია, რათა მ. ჩ.-ს მისთვის თავი დაენებებინა. თუმცა, ამის შემდეგ კაცმა მას კიდევ ერთხელ დაუსხა ვისკი, რაზეც ქალმა ისევ უთხრა, რომ ალკოჰოლი მასზე ცუდად მოქმედებდა. ლ.გ-ს თქმით, ამის საპასუხოდ მ.ჩ.-მ უთხრა, რომ მასთან პრობლემა არ იყო და მოუვლიდა, რის შემდეგაც აღნიშნ, რომ ბოთლი უკვე იცლებოდა. ქალი ჰყვება, რომ კიდევ ერთი ჭიქის დალევას დათანხმდა, რადგან ჩათვალა, რომ თუ ვისკი მეტი აღარ იქნებოდა, დალევას აღარ დააძალებდა.

ყოფილი სტაჟიორის თქმით, ამის შემდეგ ხელმძღვანელი ჩაეხუტა და აკოცა, რაც ცუდ ტონად არ ჩაუთვლია, რადგან მის მიმართ მანამდე ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. ქალი იხსენებს, რომ კაცი გავიდა სხვა ოთახში, ვისკის ახალი ბოთლი გამოიტანა და კვლავ შეავსო ჭიქები. თუმცა, ლ.გ.-ს თქმით, ის ამ დროს თავს უკვე არაკომფორტულად გრძნობდა. ის ჰყვება, რომ პარალელურად, აგრძელებდნენ დოკუმენტზე მუშაობას და მ.ჩ.-მ უთხრა, რომ სამსახურში მისი აყვანა ზემდგომებს სწორედ მან ურჩია და უთხრა მათ - "ის ლამაზი გოგო თუ ჭკვიანიც არის...". ქალის თქმით, ამ რეპლიკის შემდეგ ხელმძღვანელს უთხრა, რომ სამსახურში ინგლისურის კარგად ცოდნის გამო აიყვანეს და მის სილამაზეს პროფესიასთან და დასაქმებასთან კავშირი არ აქვს. პასუხად, მ. ჩ.-მ გაიყვანა სააბაზანო ოთახში, სარკეში ჩაახედა და უთხრა, რომ საკუთარ თავს სათანადოდ ვერ აფასებდა, ვინაიდან, სარკეში ჩანდა ლამაზი გოგო, "რომელსაც აქვს ლამაზი თვალები, წარბები, ტუჩები, კბილები და ლამაზი ძუძუს თავები".ქალი აღნიშნავს, რომ შექმნილი გარემო მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო, თუმცა, არ იცოდა რა ეპასუხა, ამიტომ, ხელმძღვანელს მუშაობის გაგრძელება შესთავაზა.

ლ.გ.-ს თქმით, მალე ოფისში დამლაგებელი მოვიდა, თვითონ კი ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში გავიდა. დამლაგებლის წასვლის შემდეგ, ხელმძღვანელმა კარი კვლავ ჩაკეტა. ქალმა მას უთხრა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა, მ.ჩ.-მ კი ოფისის ჰოლში დასვენება შესთავაზა. ლ.მ.-ს თქმით, გასვლის დროს კაცმა ძლიერად მოჰკიდა ხელი და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკოცა, რასაც ის შეეწინააღმდეგა და სთხოვა შეეწყვიტა.

ქალი ჰყვება, რომ კაცი დივანზე გვერდით მიუჯდა, შემდეგ ჩაისვა კალთაში, ხელით ეხებოდა სხეულზე, მათ შორის სასქესო ორგანოზე, გაუხსნა კაბის ღილები, ეფერებოდა და კოცნიდა მკერდზე. მისი თქმით, თავი შეუძლოდ იგრძნო და იყო შოკურ მდგომარეობაში, მ. ჩ. კი ეუბნებოდა, რომ არაფრის შეშინებოდა, რადგან ოფისში ვიდეო კამერები არ იყო დამონტაჟებული.

ქალი იხსენებს, რომ ამის შემდეგ გაიგო ქამრის და ელვაშესაკრავის შეხსნისხმა. ეშინოდა თვალების გახელის, თუმცა, მარჯვენა ხელზე იგრძნო რბილი სხეულის შეხება, რომელიც ჩათვალა, რომ მ. ჩ.-ს სასქესო ორგანო უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, როცა კაცმა გაიაზრა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, სააბაზანო ოთახში გავიდა.

ლ.მ. სახალხო დამცველთან მიუთითებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში უგონოდ იყო, ხოლო როცა თვალი გაახილა და წამოდგომა შეძლო, მისი ხელმძღვანელი უკვე კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. ქალმა მას ჰკითხა, დაასრულა თუ არა მუშაობა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ის ჰყვება, რომ შემდეგ, მათ დატოვეს ოფისი და ხელმძღვანელმა მანქანით სახლამდე მიიყვანა.

ქალი სახალხო დამცველთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს სამსახურში კვლავ მივიდა, თუმცა მისთვის იქ მუშაობა აუტანელი იყო, ამიტომ ხელმძღვანელს დაელაპარაკა და უთხრა, რომ წასვლას აპირებდა. მან ომბუდსმენის აპარატში ამ საუბრის აუდიო ჩანაწერი წარადგინა. ჩანაწერში, მ.ჩ.-სგან, მათ შორის, ისმის შემდეგი:

"...რაც შაბათს რაღაც გარკვეული მოვლენები განვითარდა, სუფთა ადამიანურად ვიტყვი, ნუ საერთოდ არ მიფიქრია რაღაც ცუდი, მოდი პირდაპირ გეტყვი თქვენზე, მართლა ღმერთი, რჯული, ჩემი ბრალია, გარკვეული თავშეკავების მოცემულობები, მაგრამ რომ დალევ მერე..."

ჩანაწერში ასევე ისმის, რომ ხელმძღვანელი სტაჟორსბოდიშს უხდის.

ქალი ჰყვება, რომ ამ საუბრიდან ერთ საათში მას კომპანიის ხელმძღვანელმა დაურეკა და სთხოვა ცოტა ხნით გაეგრძელებინა მუშაობა. მისი თქმით, არ სურდა ორგანიზაციისთვის პრობლემები შეექმნა, ამიტომ დათანხმდა. 15 მარტს კი შეხვდა ხელმძღვანელებს და წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზებზე ესაუბრა, რის შემდეგაც შეპირდნენ, რომ გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებდნენ და სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, არ წასულიყო კომპანიიდან. 19 მარტს ხელმძღვანელებს ის კვლავ შეხვდა და იკითხა, რა ზომები მიიღეს მომხდართან დაკავშირებით, რაზეც უპასუხეს, რომ გადატარებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინებდნენ. ქალმა სახალხო დამცველთან ამ საუბრების ჩანაწერებიც წარადგინა.

ლ.გ.-ს თქმით, შეხვედრის შემდეგ ჩათვალა, რომ მისთვის ამ კომპანიაში მუშაობა დაკავშირებული იყო სულიერ ტანჯვასთან სამსახურის დატოვება გადაწყვიტა. 20 მარტს მან კომპანიას ოფიციალურად მიწერა გათავისუფლების შესახებ.

2018 წლის 24 აპრილს ლ.გ.-მ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. ხმის ჩანაწერებთან ერთად, მან წარადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო მძიმე. კერძოდ, აღენიშნებოდა დეპრესიისა და სექსუალური ხასიათის ტრავმული გამოცდილებიდან გამომდინარე უკიდურესი დათრგუნულობის, იმედგაცრუებისა და უსუსურობის განცდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქმის შესწავლის პროცესში, გამოითხოვა ინფორმაცია კომპანიისგან, შედგა პირადი გასაუბრება როგორც ლ.გ.-სთან, ასევე მესამე პირებთან. თავად მ.ჩ.-მ ომბუდსმენის წარმომადგენელთან პირადად გასაუბრებაზე უარი თქვა. ის მომხდარს უარყოფს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ლ.გ.-ს მიერ წარდგენილი ყველა აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, ამასთან, მიუთითა, რომ ხუთივე ჩანაწერზე საუბრები მიმდინარეობს ქართულ ენაზე და მათი ხარისხი, მოსმენის თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქალის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ამყარებს მის მიერ მითითებულ ფაქტებს, მ.ჩ.-ს არგუმენტაცია კი წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"საქმეში არსებული მასალების, მხარეთა გამოკითხვისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ჩ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, ლ. გ.-ს მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო", - აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

ომბუდსმენი მ.ჩ.-ს მიმართავს, მომავალში პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო. ხოლო კომპანიის მიმართ რეკომენდაცია არის დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შრომის შინაგანაწესში, ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში ასახვა, მათი შესრულების უზრუნველყოფა და სამუშაო ადგილზე თანაბარი მოპყრობის პრინციპის დასაცავად საჭირო ღონისძიებების გატარება.

ქართული
სექსუალური შევიწროება სამსახურშისექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზესექსუალური შევიწროებასაქართველოს სახალხო დამცველიომბუდსმენისექსუალური შევიწროებაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ

$
0
0

როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. 

სალომე ზურაბიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ესწრება, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. პატრიარქი 27 ოქტომბერს საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.

...........

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ. 

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა.

ქართული
სალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტის შეწალებაილია მეროეკათალიკოს-პატრიარქისამების საკათედრო ტაძარიდეკანოზი გიორგი მამალაძედეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმედეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

არ ვაპირებ მათ ვემსახურო, არ ვცნობ სიცრუის განჩინებას - მამა ანდრიამ ინჩხურის ტაძრი დატოვა

$
0
0

ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა. მან ამის შესახებ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს განუცხადა. მამა ანდრია მთავარ არხთან ამბობს, რომ ეკლესიის წევრად რჩება, მაგრამ ტაძარში არ დარჩება. 

"ჩემი გადაწყვეტილება არის ის, რომ სანამ გაირკვევა და სინოდი ასე ვთქვათ თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობას ღებულობდნენ. მე არ ვცნობ სიცრუის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა მღვდელმსახურებას არ ვტოვებ. ვტოვებ მხოლოდამხოლოდ წინაძღვრობას"- თქვა მამა ანდრიამ. 

ცნობისთვის, მეუფე პერტემ მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, სწორედ ინჩხურის მონასტერში გაგზავნა ითხოვა, თუმცა პატრიარქმა თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

...........

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება"დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი"უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

 

ქართული
მამა ანდრია სარიამამა ანდრიაინჩხურის მონასტერიმეუფე პეტრესინოდისინოდის გადაწყვეტილებასაპატრიარქოNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

მიტროპოლიტი პეტრე: გამოვდივარ ინიციატივით, სინოდის შემდეგი სხდომა ღია ეთერში ჩატარდეს

$
0
0

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც მეუფე პეტრე მთავარ არხთან საუბარში ამბობს, ანტიმართლმადიდებლური საქციელი და ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანამ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება, რომ სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში, ე.წ ლაივში.

"ვინაიდან მე ვისმენ მღვდელმთავრების, სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი. კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში. ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმევა, "ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა"ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას"- ამბობს მიტროპოლიტი. 

..............

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება"დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი"უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა.

ქართული
მეუფე პეტრემიტროპოლიტი პეტრეილია მეორესაქართველოს საპატრიარქოსინოდის სხდომასინოდის განჩინებასინოდის სხდომაNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

იღუმენია თამარ გამყრელიძე: ჩვენმა მონაზვნებმა კელიებში პატრიარქის ფოტოები ჩამოხსნეს

$
0
0

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია, თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ მონაზვნებმა და მორჩილებმა თავიანთი კელიებიდან პატრიარქის ფოტოები ჩამოხსნეს. 

"მესამე წელია, საპატრიარქოში არსებული ზნეობრივი პრობლემების შესახებ ჩვენთვის არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მონასტრის მონაზვნებმა და მორჩილებმა, თვითონ, ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება, ვის დაეტოვებინა თავის კელიაში კერპის ფოტო და ვის არა. მე როგორც ვიცი არცერთ კელიაში არ უკიდიათ ფოტო"- ამბობს იღუმენია. 

იღუმენია თამარ გამყრელიძემ დღეს მონასტრის წინამძღვრობა დატოვა. მისი თქმით, იქ წავა, სადაც თავისი მოძღვარი, მეუფე პეტრე ცაავა. ის ამბობს, რომ დედებმა ახალი ხელმძღვანელი, მონაზონი სოსანა ბოლქვაძე ერთსულოვნად აირჩიეს. 

მისივე თქმით, გადაბარების პროცესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრია და ზუსტად არ იცის რა დროის განმავლობაში დარჩება ეპარქიაში. 

ცნობისთვის, ინჩხურის ტაძრის წინამძღოლმა მამა ანდრია სარიამაც დღეს დატოვა ტაძარი.

დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალი წინამძღოლი, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია და ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ესწრებოდნენ. 

..................

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება"დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს  "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი"უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა

ქართული
იღუმენია თამარ გამყრელიძემეუფე პეტრემიტროპოლიტი პეტრე ცაავაილია მეორესაქართველოს პატრიარქიჭყონდიდის ეპარქიაჭყონდიდის ეპარქიაNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

მეუფე პეტრე: პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს

$
0
0

მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემელისა, "შეინანეთ, ვინაიდან მოახლოებული ცათა სასუფეველი".

პატრიარქის წინაშე, მე მიმაჩნია, რომ მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისთვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით.

ქართული
პეტრე ცაავამეუფე პეტრეს განყენებამარტვილიჭყონდიდის ეპარქიამეუფე პეტრე ცაავაილია მეორეილია IIსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმეუფე პეტრეს განყენებაNews ItemVerbatimპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text

მოხდება კინოთეატრების ბლოკირება - ქართული მარში And then we danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრება

$
0
0

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. 

ბრეგაძემ მეტიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 8 ნოემბერს, როდესაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას "მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ".

"ჩვენ კატეგორიულად არ დავუშვებთ მამათმავლურიპროპაგანდის პორნო ფილმის პრეზენტაციას საქართველოს დედაქალაქში. მთელს საქართველოში. 8 ნოემბერს, ჩვენ ჩავშლით ამ ჩვენებას. რადგან ეს არის ჩვენი მოვალეობა და მე ვფიქრობ ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, ესაა ჩვენი მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლებისმოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში. მოხდება კინოთეატრების ბლოკირება. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმა და ამ მშვიდობიანი ფორმით არ დავუშვებთ შევიდნენ კინოთეატრში"- ამბობს ბრეგაძე.  

მან საქართველოს საპატრიარქოს მიმართა და ამ ფილმთან დაკავშირებით მკაფიო აზრის დაფიქსირებისკენმოუწოდა. 

"მოუწოდოს მრევლს გამოვიდეს ქუჩაში და ჩაშალოს გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება. ეს არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მოვალეობა."- თქვა ბრეგაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 

....................

ლევან აკინისფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

ქართული
სანდრო ბრეგაძექართული მარშიAnd Then We Dancedდა ჩვენ ვიცეკვეთფილმის ჩვენებალგბტAnd Then We DancedNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვურ გამოცემას სიცრუეში ადანაშაულებს და ჩივილს აპირებს

$
0
0

ლიტვაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ხათუნა სალუქვაძე ამბობს, რომ აუცილებლად უჩივლებს იმ სააგენტოს რომელმაც დაწერა, რომ ვილნიუსის სასამართლომ მას ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდა დააკისრა. სალუქვაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. 

სალუქვაძე რუსთავი2- თან ინტერვიუში ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შავი პიარი აგორდა, რომელიც საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობების გაფუჭებისთვის არის მიმართული. 

ყოფილი ელჩის თქმით, ბინის მეპატრონესა და მას შორის დაძაბულობა 2018 წლის ივლისიდან დაიწყო. მისი თქმით, ბინაში სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, გაძარცვეს და რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ნივთები წაიღეს. სალუქვაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მეპატრონეს უსაფრთხოების ზომების მიღება სთხოვა. საპასუხოდ კი სახლის პატრონმა, მანუელ რუის გარსიამ მას დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა. 

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მანუელ რუის გარსიას მიეცა საფუძველი თავისი "არაკეთელისინდისიერიგანზრახვა მოეყვანა სისრულეში და მოეთხოვა მეტი თანხა ვიდრე მას ეკუთვნოდა". 

"ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არასწორი, თითიდან გამოწოვილი ამბავი და რატომ შეფასდა ეს სკანდალად, ე.წ გადაგდებადდა გადაუხდელობად. ჩემთვის მეტყველებს იმაზე რომ ამაში გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებულები..... გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი წამოსვლის თარიღი ლიტვიდან რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაფერი რაც გადასახდელი იყო და რაც რეგულირდება კონტრაქტით, გადახდილია"- აღნიშნა მან.  

ლიტვურმაგამოცემამ Lietuvos Rytas-მადაწერა, რომ ბინის მფლობელი, სადაც სალუქვაძე ლიტვაში დიპლომატიური მისიის დროს ცხოვრობდა, სალუქვაძისგან 8 ათასი ევროს ქირის საფასურს, 150 ევროს ჯარიმებსა და 1 500 ევრომდე მოსაკრებლის ანაზღაურებას ითხოვდა. მედიის ცნობით, სასამართლომ გარსიას მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ხათუნა სალუქვაძეს განაჩენის გასაჩივრების უფლება ჯერჯერობით არ გამოუყენებია და დავალიანებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ხათუნა სალუქვაძე ლიტვაში საქართველოს ელჩის პოსტს თითქმის 6 წლის განმავლობაში იკავებდა. მან დიპლომატიური საქმიანობა ლიტვაში მიმდინარე წლის მარტში დაასრულა, ამ პოზიციაზე იგი ლევან ღვაჩლიანმაშეცვალა.

ქართული
ხათუნა სალუქვაძელიტვაყოფილი ელჩილიტვა-საქართველოსაგარეო ურთიერთობებისაგარეო ურთიერთობებიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებამსოფლიოFull widthNoBefore article text

უფლებების ჩამორთმევა, მოძალადეთა ბაზა, უვადო პატიმრობა - სექსუალური დანაშაულის წინააღმდეგ

$
0
0

2019 წლის 9 თვეში სექსუალური დანაშაულისთვის პასუხისგებაში 152 პირი მისცეს, ამათგან სრულ უმრავლესობას - 114 ადამიანს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაული.

2018 წელს რეგისტრირებული იყო სექსუალური დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

2017 წელს რეგისტრირებული იყო სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

ხოლო 2016 წელს რეგისტრირებული სექსუალური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს შექმნას ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების პირადი ინფორმაცია იქნება.

კერძოდ, ბაზაში აღირიცხებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან გაუპატიურებისთვის, გარყვნილი ქმედებისთვის, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვისდა 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის სექსუალური მიზნებისათვის შეხვედრის შეთავაზებისთვის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ რეესტრის ფუნქციონირებას ორი მიზანი აქვს: სექსუალური დანაშაულის პრევენცია და ამგვარი დანაშაულის ჩამდენების იდენტიფიცირების გამარტივება.

სამინისტრო ბაზაში შეინახავს მსჯავრდებულებისპერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიურდა სხვა მაიდენტიფიცირებელცნობებს.

ამავე ცვლილებებს მიხედვით, მკაცრდება სანქციები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის. გაუპატიურებისთვის შემოდის თავისუფლების უვადო აღკვეთა.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდებულ ადამიანებს გარკვეული უფლებები ჩამოერთმევათ. კერძოდ:

  • ნებისმიერი საგანმანათლებლო, სასწავლო ან სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება, ასევე, ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;
  • არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშესაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში, არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო, სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნისუფლება;
  • არასრულწლოვანთანერთად ცხოვრების უფლება, თუ პირი მსჯავრდებულიაგაუპატიურების ან გარყვნილი ქმედებისთვის;
  • სოციალური მუშაობა (პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას);
  • საექიმო საქმიანობა;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;
  • პასიური საარჩევნო უფლება (უფლება არჩეული იქნას ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე);
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანის უფლება;
  • სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაცდამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო.

სასამართლოს შეუძლია ამ ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე უფლება ჩამოართვას პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან გაუპატიურებისთვის, გარყვნილი ქმედებისთვის, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმისთვისდა 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის სექსუალური მიზნებისათვის შეხვედრის შეთავაზებისთვის.

-----

დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის მოადგილე ტაბულასთან ამბობს, რომ აპარატი კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იყო და შსს-მ მათი მოსაზრებებიც გაითვალისწინა.

თუმცა, ეკა სხილაძის თქმით, ეს არის მხოლოდ ერთი მცირე ნაბიჯი ამ დიდი პრობლემის წინააღმდეგ და სექსუალური ძალადობის პრევენცია მხოლოდ კანონის მიღებას არ გულისხმობს.სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ პრევენცია კანონის ეფექტური განხორციელებაა, რაც პრობლემაა. მისივე თქმით, პრობლემაა სექსუალურ ძალადობის დროული გამოვლენა და იდენტიფიცირებაც. 

"მოსახლეობას, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს არ აქვთ კონკრეტული არც ინფორმაცია, არც უნარ-ჩვევები, რომ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის თავიანთი როლი შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი ამ ცვლილებებს მხარს უჭერს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მათი პრაქტიკაში განხორციელება უკავშირდება უფრო მეტ ღონისძიებას, უფრო მეტი რესურსის გამოყოფას სახელმწიფოს მხრიდან, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ", - ამბობს ეკა სხილაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე აღნიშნავს, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისის არარსებობაა, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება.

"ქვეყანაში დღეს არ არსებობს კონცეფცია და სარეაბილიტაციო სერვისი, რომელიც სპეციფიკურად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს შესთავაზებდა და გაუწევდა შესაბამის დახმარებას. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების კრიტიკულად მცირე რაოდენობა გვყავს", - ამბობს სხილაძე.

ომბუდსმენის მოადგილე მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ ტაბუზეცდა ამბობს, რომ სწორედ ამის გამო, ბევრი შემთხვევის შესახებ ცნობილი არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობა საკმაოდ გავრცელებული და პრობლემურია. ეკა სხილაძის თქმით, ამ კუთხით სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა ძალიან დაბალია და მეტიც, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიღმაც ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომელთა გამოვლენა არ ხდება.

"საზოგადოებაში ამ სტიგმის და ტაბუს გადალახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი კომპონენტია სკოლაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სწავლება, რაც ამ დრომდე ფრაგმენტულად ხდება.ბავშვებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია. როცა ვატარებთ კვლევებს, ჩანს, რომ ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ, ანუ ვის უნდა მიმართონ, თუ მათი უფლება ირღვევა", - ამბობს ეკა სხილაძე.

ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ბავშვთა უფლებებს იცავს და გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის, ცვლილებებს მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ სექსუალურ ძალადობაზე დღეს მოქმედი სანქციები ადეკვატური არ არის.

ორგანიზაციის ხელძღვანელს მიაჩნია, რომ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, გამართლებული და პროპორციულია.

"ეს არ არის არაპროპორციული ჩარევა. უნდა გავითვალისწინოთ, რა სიკეთეს ვიცავთ - აქ მკაცრი ჩარევა გამართლებულია. სტრასბურგის სასამართლოსაც ჰქონდა მსგავსი საქმეები და მან პროპორციულად ჩათვალა" , - აღნიშნავს ანა აბაშიძე.

თუმცა, აბაშიძე, რომელიც მოქმედი იურისტიცაატაბულასთან ამბობს, რომ პრობლემას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მოაგვარებს და არსებული გარემოს შეცვლისთვის, კანონთან ერთად, საჭიროა ეფექტური გამოძიება და საგანმანათლებლო პროგრამები.

"დავეყრდნოთ ბოლომდე ამ ცვლილებებს და ჩავთვალოთ, რომ კანონის ამგვარი მოდიფიცირება მსგავსი ტიპის დანაშაულებს პრაქტიკულად აგვარიდებს, არის ილუზორული. სწორი მოლოდინი უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულ პრევენციულ ეფექტს იქონიებს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან ან გეგმავენ ამ დანაშაულის ჩადენას, თავს შეიკავებენ. მაგრამ, ვერ მივენდობით მხოლოდ კანონის გამკაცრებას და აუცილებლად უნდა მოხდეს არსებითი, ფუნდამენტური ცვლილებები საგანმანათლებლო და ღირებულებების კუთხით", - ამბობს ანა აბაშიძე.

ის განმარტავს, რომ საგანმანათლებლო და ღირებულების მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებში გულისხმობს პროგრამებს და საგნებს, რომლებიც ბავშვებს და მშობლებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე, ძალადობის შესახებ.

"მაგალითად, ასწავლის მათ ძალადობის ამოცნობას და ან იმას, კონკრეტული ქმედება დანაშაულია თუ ნორმა. უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს მთელი რიგი სისტემები, რომლებიც მათ დაიცავს", - აღნიშნავს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამ ტიპის საქმეებში ყველაზე სუსტი ნაწილი გამოძიებაა და როცა სასჯელი მკაცრდება, სამართალდამცავი უწყებების პასუხისმგებლობა გაცილებით იზრდება.

"ამ კუთხით, ნამდვილად გვაქვს გამოწვევები. დღეს არის საქმეები, რომლებიც სასამართლომდე ვერც კი მიდის, იმის გამო, რომ არაადეკვატური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ როცა ბავშვია მოწმე, არ უჯერებენ მის მონათხრობს, რაც მტკიცებულებების მოპოვებას ართულებს", - ამბობს ანა აბაშიძე.

მიუხედავად ამისა, PHR-ისხელმძღვანელს დადებითი მოლოდინი აქვს და მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოჰყავს. ის ამბობს, რომ ეს იყო გამოწვევა და დღეს კარგად მუშაობს.

დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებენ ქალთა მოძრაობაშიც. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ დიდი ხანია მთავრობას სთავაზობენ შექმნას პრევენციული მექანიზმი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, მათ შორის, მოძალადეთა ელექტრონული ბაზა.

"ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი გახდება ამ დანაშაულის პრევენცია, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში. ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ ემპირიული მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში პედოფილია და არასრულწლოვნების მიმართ სხვადასხვა სახის სექსუალური დანაშაული ხშირია. ამიტომ მსჯავრდებულთა ბაზის შექმნა ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯია, რომელმაც სერიოზული გარდატეხა შეიძლება მოახდინოს ამ დანაშაული მინიმუმამდე დაყვანაშიდა რაც მთავარია, პრევენციაში. აქამდე მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მიმართული იყო გამოვლენილი დანაშაულების უკვე დასჯაზე. გარდა ამისა, არის გამოვლენის პრობლემაც, რაც იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეთი ფაქტები მართლმსაჯულების მიღმა რჩება", - ამბობს იდა ბახტურიძე.

ქალთა უფლებადამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარგი ინიციატივისა, ბევრია დამოკიდებული იმაზე, საბოლოოდ რა სახის იქნება კანონი.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტსპირველი მოსმენით მხარი 2019 წლის 11 ივნისს დაუჭირა. მეორე მოსმენა 18 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო, თუმცა, სამთავრობო ცვლილებების გამო მომხსენებელი შეიცვალა და ბიუროზე განხილვის 1 თვით გადადება მოითხოვეს. პარლამენტი საკითხს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში მიუბრუნდება და მაღალი ალბათობით, წლის ბოლომდე ცვლილებებს მიიღებენ.

სექსუალური ძალადობის შესახებ რესპონდენტების მონათხრობი, ასევე, ფსიქოლოგის კომენტარი, რომელიც ამ ტიპის ძალადობის ნიშნებზე საუბრობს, წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: "3-4 წლის ვიყავი, მაწვენდა, მაშიშვლებდა, მეხებოდა" - სექსუალური ძალადობა და სახიფათო ნიშნები

ქართული
სექსუალური ძალადობაარასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობასექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზექალთა მიმართ ძალადობაქალებზე ძალადობაძალადობასექსუალური მოძალადეების ბაზაელექტრონული ბაზაარასრულწლოვანთან სექსუალური კავშირიგაუპატიურებაგარყვნილი ქმედებაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროკანონპროექტიანა აბაშიძეპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისPHRიდა ბახტურიძექალთა მოძრაობასაქართველოს სახალხო დამცველიეკა სხილაძეეკატერინე სხილაძეომბუდსმენისახალხო დამცველის აპარატისაქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს ცვლილებებს 26 კანონში, რომელთა მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური დანაშაულზე სასჯელს გაამკაცრებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ამ ტიპის ძალადობა ყველაზე ხშირად არასრულწლოვნების წინააღმდეგ ხდება.სექსუალური ძალადობახატია ღოღობერიძეNews ItemპოლიტიკაკრიმინალისაზოგადოებაDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ ეკლესიის პროცესების უკან ხალხს, ვინც იყო პარლამენტზე შეტევის უკან

$
0
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების უკან ის ადამიანები არიან, ვინც "იყვნენ პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან".

"პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იყვნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან. საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მთავარი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერანაირი განცხადებები, ვერანაირი განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები, თუ რაკურსებისგამოკვეთა აქ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას, ვერ შეასუსტებს", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, მაღალი ალბათობით, ის 20 ივნისის მოვლენებს გულისხმობს, როცა მოქალაქეებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელზე რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილობის დაჯდომა გააპროტესტეს, სპეცრაზმმა კი აქცია დაარბია.

ცნობისთვის, ციანიდისსაქმის შემდეგ, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები ხელახლა აქტუალური მეუფე იაკობის განცხადებების გამო გახდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, ილია მეორეს მკვლელობას გეგმავდნენ. ამასთან, იაკობ იაკობაშვილისვეთქმით, გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი გადაეყენებინათ და მის ნაცვლად მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა ეპარქიის მმართველად რჩება, რადგან "გამოხატა სინანული".

მეუფე იაკობის განცხადებებიდან მალევე, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში"დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს. მან ჭყონდიდის ეპარქია უკვე დატოვა. პეტრე ცაავა ერთ-ერთი პირველი მღვდელმთავარია, ვინც ილია მეორე საჯაროდ გააკრიტიკა, მისი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი კი საპატრიარქოში ჩრდილოვან მმართველობაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრე მხარს უჭერს ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ეკლესიაში სექსუალური შევიწროების შესახებ. მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ტაბულამმოიპოვა ის წერილიც, რომელიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა და მეუფე ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

ქართული
არჩილ თალაკვაძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს საპარტრიარქოსაპატრიარქოვითარება საპატრიარქოშივითარება საპატრიარქოშიNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

შენგელია საქართველოს წინააღმდეგ - კერზაიას საქმე სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა

$
0
0

შენგელია საქართველოს წინააღმდეგ - ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ევროსასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა.

"არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად"- წერს შენგელია Facebook-ზე

მისივე თქმით, სტრასბურგში საქმის ის მასალები გაგზავნა, რომელიც ერთწლიანი ბრძოლით, მეგობრების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა.

"ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

მადლობა ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"- წერს შენგელია. 

................

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო"გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა"გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ქართული
ბაჩანა შენგელიაია კერზაიაია კერზაიას საქმესტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოია კერზაიას საქმეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text
Viewing all 4728 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>