საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"საქარტველოსკინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.
"გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენებისხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, შსს მიუთითებს, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ"არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა"და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.
ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.
ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად"მიიჩნევს.
"ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.
გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.
შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზეახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.
ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: "მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი"... რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”
ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ, ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.
ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს" - აცხადებს საპატრიარქო.
ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.
ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.
ის, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ"საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს, 3 დღით გამოვიდოდა, 26 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სინოდის სხდომა, სადაც მეუფე პეტრემ პატრიარქი "პედერასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში"დაადანაშაულა, 31 ოქტომბერს ჩატარდა. შესაბამისად, საპატრიარქოს განცხადება, რომ ფილმის ჩვენება "წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე დაიგეგმა", არასწორია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელმაც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმე სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამბობს რომ პროცესებში სხალთის ამჟამინდელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონიციყო ჩართული და მაშინდელი მოვლენები სწორედ მეუფემ დააჩქარა.
"სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, რომელიც მაშინ საერო სახელით, გოჩა აბულაძეთიიყო. ეს პიროვნება კახა კალაძესთან საუბრის შემდეგ ისე აღშფოთდა, დაიჯერა მან შინაგანად, რომ კალაძე არ ტყუოდა ..... ჩვენ ასე ვთქვათ ფეხს ვითრევდით, გვინდოდა მტკიცებულება და სწორედაც ამ გოჩა აბულაძემ, ახლანდელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დაგვაჩქარაამ საქმეში. გვითხრა რომ თქვენ რას აკეთებთ, დროზე უნდა ამხილოთ, ხელზე ეამბორებით, მე გამოვალ მიტინგზე და ვიტყვი რომ თქვენ ხელზე კოცნით, როგორი ტერმინიც გამოიყენა, არ გავიმეორებ. ჩვენ მაშინ დაგვაყვედრახელზე ნუ კოცნით და დროზე ამხილეთო, რამაც დააჩქარა რექტორის კაბინეტში ჩვენი შესვლა და დღეს თითონ ეამბორება ხელზე. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ, მან დაწვრილებით იცის ეს ისტორია და ახლა მას თუ სინდისი აქვს დაადასტუროს დღეს. "- ამბობს სხილაძე ტვ.პირველთან საუბარში.
მისივე თქმით, მეუფე სპირიდონი(გოჩა აბულაძე), ყოფილი სტუდენტის წერილის ორიგინალს მაშინ თან დაატარებდა. სხილაძე ამბობს, რომ წერილის ასლები პირველად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ჭანტურიამ გაავრცელა.
..........
5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.
5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგიმ მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია კახა კალაძესთან შეთანხმებით გაასაჯაროვა. მღვდლის აზრით, საჯაროდ საუბარზე უარს არც მისი მეგობარი იტყოდა.
წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 27 პირი დააკავეს. პროპუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"ჩვენებას აპროტესტებენ.
უწყების ცნობით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
მათივე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აქტივისტ ანა სუბელიანზემომხდარი თავდასხმის ფაქტზე - დაკავებულია ერთ პირი, 1984 წელს დაბადებული შ.შ. და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით.
ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. მათი ცნობით, ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
"რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისსა და ბათუმში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში"- აცხადებენ შსს-ში
სამინისტროს ცნობით, კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება.
აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთანდაკავშირებული გამოძიების ფარგლებში თეთრი სახლის მაღალჩინოსნების გამოკითხვა მიმდინარეობს.
წარმომადგენელთა პალატაში ჩვენება მისცა ფიონა ჰილმა, რომელიც 2019 წლის აგვისტომდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი, ასევე ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის საკითხების წამყვანი ექსპერტი იყო.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ჯეიმი რასკინნმა ფიონა ჰილს კითხვები დაუსვა მათ შორის დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის იმ ნაწილზე, სადაც პრეზიდენტები უკრაინაში აშშ-ს ყოფილ ელჩზე, მარი იოვანოვიჩზე საუბრობენ. ამ საუბარში ტრამპი იოვანოვიჩს ცუდ ელჩად მოიხსენიებს. პასუხად ზელენსკი ამბობს, რომ მოხარულია, ტრამპმა ეს პირველად თავად აღნიშნა და მას ასი პროცენტით ეთანხმება. ზელენსკი იქვე ამატებს, რომ იოვანოვიჩი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტთან იყო დაახლოებული.
ჰილმა უკრაინიდან ელჩის გამოწვევა საქართველოს შემთხვევას შეადარა და აღნიშნა, რომ ქვეყნების საელჩოებისგან ელჩის კანდიდატურისგან მსგავსი მიზეზებით თავშეკავება "ჩვეული"მოვლენაა:
"ორი შემთხვევა იყო, როდესაც ელჩს უარი ეთქვა თანხმობაზე ან ქვეყნის მიერ განხილვაზე, წინა პრეზიდენტთან სიახლოვის ბრალდებით. ეს მოხდა საქართველოში ჩვენი ელჩის შემთხვევაში. ის წარსულში, სააკაშვილის დროს, საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის სააკაშვილთან დაახლოებული იყო, მას ამ ინფორმაციის ჩემთვის და სხვებისთვის მოწოდება ქონდა განზრახული. ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს ... იმაზე მივუთითებ, რომ ეს ჩვეული თავშეკავებაა, რასაც ვიღებთ ხოლმე სხვა ქვეყნებისგან, როდესაც მათ არ უნდათ გაგზავნილი ელჩი, ან ჩვენი მაღალჩინოსნების გულის მოგება სურთ. ხშირად მიუთითებენ მსგავს რამეებზე" - ამბობს ფიონა ჰილი გამოქვეყნებულ ტრანსკრიპტში.
მოგვიანებით რასკინმა ჰილს ჰკითხა, ხომ არ გაეხსენებდა ანალოგიური შემთხვევებს, როდესაც ელჩი მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური კამპანიის პირობებში გაიწვეს - ჰილმა აქ საქართველოზე კიდევ ერთხელ მიუთითა:
"ელჩი ივანოვიჩის დათხოვნა თუ გაწვევა მოვლენათა ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ძალიან გავს პოლიტიკურ მანევრსა და პროპაგანდას. ისე ჩანს, თითქოს მის წინააღმდეგ კამპანია იყო. მართალი ვარ? ამასთან, ყოფილა თუ არა შემთხვევები თქვენი კარიერის განმავლობაში, როდესაც მსგავს გარემოებებში ელჩი მოხსნეს?" - კითხა რასკინმა ჰილს.
პასუხად ჰილმა ალბანეთიდან კეტი კავალეჩის ნომინაციის გაწვევა გაიხსენა, რომელსაც თავს მათ შორის ალბანელი დემოკრატები ესხმოდნენ. ჰილმა იქვე აღნიშნა, რომ "რაღაც მსგავსი გაუკეთეს ქართველებმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, ბრიჯიტ ბრინკს, რომელზეც დოსიეს შექმნას გეგმავდნენ".
______
ცნობისთვის, 2018 წლის იანვარში Foreign Policy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩობის აშშ-ის მიერ განხილული კანდიდატი, ბრიჯიტი ბრინკი საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.
ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მთავრობამ აშშ-ის მიერ ნიმინირებული ელჩი დაბლოკა, სიცურე უწოდა საქართველოში ოპოზიციის ნაწილმა.
13 ოქტომბერს ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "აშშ-ის ნომინირებული ელჩის დაბლოკვას საბჭოთა კავშირის ვერ ბედავდა". მან "მითი"უწოდა დაშვებას, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, აშშ-ს ელჩის არშემოშვებით დაემუქროს.
"მანდ ლაპარაკია სხვა რამეზე. როცა საკითხი იხილებოდა, ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა იმუშავა იმაზე, რომ ეთქვა, ეს შეიძლება არ არის კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლადო. ეს არის სულ სხვა ტიპის სამუშაო. შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და არა ის, რომ დაბლოკა", - თქვა გიგა ბოკერიამ.
იუსტიციის სამინისტროს არამოსამართლეწევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრს წარუდგენს და დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არც ერთ კანდიდატს დაუჭირონ.
ჯანეზაშვილი 10 მიზეზს ასახელებს, რის გამოც პარლამენტმა კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ უნდა დანიშნოს:
1. 20 ივნისის კენჭისყრა და გამოვლენილი დარღვევები
იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, მაგრამ დღეისათვის საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და საქმიანობას ახორციელებს 14 წევრის შემადგენლობით. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცედურებს ჩამოშორდა მდივანი გიორგი მიქაუტაძე, შესაბამისად, პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში, ძირითად შემთხვევებში, მონაწილეობდა საბჭოს არაუმეტეს 13 წევრისა.
საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესს ახლავს და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას“.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა. ბიულეტენებისადა მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითადა დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით.
აღნიშნული დამთხვევა იწვევს ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა (ხმის უფლების მქონე 13 წევრიდან 10 წევრი) წინასწარ შეთანხმდა ხმათა ისეთ განაწილებაზე, რომ მოკლე სიაში შეეყვანა 45 კონკრეტული განმცხადებელი. ამავე გამოწვევაზე საუბრობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (ODIHR).
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით რეგისტრაცია
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.
შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება #1/41, რომელსაც საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აწერს ხელს, და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვისწარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის დაამტკიცა შემდეგი:
წარსადგენი განცხადების ფორმა, სადაც მითითებულია, რომ განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არანაკლებ 3 რეკომენდატორისშესახებ;
კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელი რეკომენდაციის სტანდარტული ფორმა;
სპეციალური კითხვარი;
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფორმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე1 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები.
ამრიგად, განმცხადებელი კანდიდატად უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს მინიმალურ ფორმალურ მოთხოვნებს, რაშიც იგულისხმება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენა.
განაცხადის ფორმაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულო 3 რეკომენდატორისა, მიუთითა 2-ის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ მას არ უნდა გადაელახა შერჩევის პირველი ფორმალური ეტაპი. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის კანდიდატად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, შემდგომ ეტაპებზეცდარღვევით გადაიყვანეს.
აღნიშნული დარღვევის შესახებ მაშინვე განვაცხადე, თუმცა არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და არც მოსამართლე წევრებმა არ გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრება. საგულისხმოა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიშში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც ხმა მისცეს იმის სასარგებლოდ, რომ ის [გ. მიქაუტაძე] აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, განაცხადეს, რომ სამივე რეკომენდაციის არარსებობა არ იყო ამ ეტაპიდან გამორიცხვის საფუძველი და ყველა შემთხვევაში მესამე რეკომენდატორი არ იყო საჭირო, რადგან განმცხადებელი კარგად იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის.
3. ინტერესთა კონფლიქტი
ევროსაბჭოს მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი განიმარტება, როგორც „სიტუაცია, რომელშიც საჯარო თანამდებობის პირს აქვს კერძო ინტერესი, რაც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მის მიერ მასზე, როგორც საჯარო პირზე დაკისრებული მოვალეობების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე“. იმავე დადგენილების თანახმად, ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ეხებოდეს კერძო ინტერესებს ან პასუხისმგებლობებს, დაკავშირებულს შესაბამის ინტერესებთან. საჯარო თანამდებობის პირის კერძო ინტერესთან მიმართებაში ეს შეიძლება მოიცავდეს მისთვის, მისი ოჯახის, ახლო ნათესავების, მეგობრების, ან იმ პირების ან ორგანიზაციებისთვის რაიმე უპირატესობის მოპოვებას, ვისთანაც მას აქვს ბიზნეს ან პოლიტიკური ხასიათის ურთიერთობები. პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს ფინანსურ და ეკონომიკურ ვალდებულებებს.
ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მსგავსი განმარტებაა მოცემული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია კარგ მმართველობაზე. ამ ანგარიშის მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი მოიცავს კონფლიქტს საჯარო თანამდებობის პირის საჯარო-სამართლებრივმოვალეობასა და კერძო ინტერესს შორის, რომელშიც საჯარო თანამდებობის პირის კერძო ინტერესმა შეიძლება შეუსაბამო გავლენა მოახდინოს მისი ოფიციალური მოვალეობებისადა პასუხისმგებლობების შესრულებაზე.
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისადა კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით, ინტერესთა შეუთავსებლობა შემდეგნაირად განიმარტება: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან.
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი
გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ სხდომებსა და გასაუბრებაშიარ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სტატუსი და ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ.
ასე რომ, გიორგი მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო საბჭოს ის დეპარტამენტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევკანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, კანონით დადგენილი წესით აგროვებდა ინფორმაციას კანდიდატების, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებ, რაც ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტია.
საბოლოოდ, გიორგი მიქაუტაძის შესახებ მოძიებულ მასალებში ვერ მოხვდა ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომელშიც ის ფიგურანტია. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, თუ რამდენად სრულფასოვნად იქნა მოძიებული ყველა საჭირო ინფორმაცია და რამდენად ობიექტურად იქნა შესწავლილი წარსული მის შესახებ. მოგვიანებით, როდესაც დავსვი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასების დეპარტამენტმა კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ გამოითხოვა ინფორმაცია პროკურატურისგან და დაამატა გიორგი მიქაუტაძის შესახებ მასალებში 2019 წლის 15 ივლისს. ამასთან, საინტერესოა საქართველოს პროკურატურის პასუხის შინაარსი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე თუ ეს მხოლოდ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი იყო, შესაბამისი ზომების არმიღებამინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და იმ გარემოებამ, რომ გიორგი მიქაუტაძეს არ უთქვამს უარი უპირატესობაზე, რომელიც მას, როგორც მდივანს, ჰქონდა, რეალური ინტერესთა კონფლიქტი დაადასტურა.
მიქაუტაძის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთოს (ODIHR) ანგარიშშიც არის საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან გიორგი მიქაუტაძე ინარჩუნებდა საბჭოს მდივნის და საბჭოს ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანამდებობებს, ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე კითხვები მაინც ძალაში დარჩა.
5. უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებზეშიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით
გიორგი მიქაუტაძეს, შერჩევის პროცესის დაწყებიდან ბოლო ეტაპამდე, ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომლებიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გიორგი მიქაუტაძეს შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში არ ექნებოდა შესაძლებლობა, გასცნობოდა სხვა კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, ხელმისაწვდომია საბჭოს თითოეული წევრისთვის შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით.
ცხადია, ამით არ ვამტკიცებ იმას, რომ მან ისარგებლა ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით, მაგრამ თავისთავად ეს შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა მხოლოდ მას და არცერთ სხვა რომელიმე კანდიდატს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა. პრივილეგიას, სხვების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 13 ივნისის წერილით უარი უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისადა თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით. როგორც კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განაცხადა, საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. სიზუსტისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგვიანებით, მაგრამ ეს ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა.
6. უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მისი სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, მნიშვნელოვანია შემდეგი წესების შესრულება:
საზოგადოებრივი ინტერესი უპირველესია;
გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობა უზენაესია. ეს ნიშნავს ობიექტური შესწავლის ხელშეწყობას და ინტერესთა კონფლიქტების შესახებ გაცხადების სისტემის ამოქმედებას;
მართვა ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და პირადი მაგალითით;
ისეთი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, რომლის პირობებშიც ინტერესთა კონფლიქტისადმიტოლერანტულობადაუშვებელია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკა რადიკალურად განსხვავებულია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლე წევრთან - თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიასთან მიმართებაში სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი კანდიდატებთან - თამარ ონიანის მაზლიაზურაბ აზნაურაშვილი (როგორც თავად თ. ონიანი აცხადებს - ყოფილი), ხოლო ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა ლევან თევზაძე. აღნიშნულ წევრებს თვითაცილებისსაკითხი არ დაუყენებიათ და საბჭოს დანარჩენი წევრების უმრავლესობამაც მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკოარის ლევან თევზაძის შვილის ნათლია, რისი უარყოფაც მათი მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულზე საუბარია ასევე ეუთოს (ODIHR) დასკვნაში.
მოგეხსენებათ, წარმოდგენილი კანდიდატების სიაში არ მოხვდნენ არც ზურაბ აზნაურაშვილიდა არც ლევან თევზაძე. თუმცა ამით ბევრი არაფერი იცვლება, რადგან მათ, სწორედ იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰყავდათ ნათესავები და ახლობლები, რომლებიც მათ ლობირებდნენ, სავარაუდოდ, დაიკავეს სხვა კანდიდატების ადგილი 50 კანდიდატისაგანშემდგარ სიაში, რომლებსაც მოუსპეს შესაძლებლობა, თუნდაც გასაუბრებაზე გამოსულიყვნენ.
7. კანონდარღვევით შედგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე1 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირველი კენჭისყრის დასრულებისას (ამ შემთხვევაში, როდესაც შედგა 50 კანდიდატის სია) დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებული იყო, კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოეწერა შესაბამის ოქმზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას, აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, თუმცა რა სტატუსით ან რომელი ნორმის საფუძველზე, გაურკვეველია და ცხადია, რომ ორგანული კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს.
8. დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისასან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
ამავე მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება ეკისრება, თავად იყო კანდიდატი და სხდომებში საერთოდ არ მონაწილეობდა. კანონი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გარდა, თავმჯდომარის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ეხებოდა, ხელმძღვანელობდა არაუფლებამოსილი პირი, მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, რომლებიც დიმიტრი გვრიტიშვილისთავმჯდომარეობით გაიმართა, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
7 ივნისი - №1/108 გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვისწარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.
20 ივნისი - №1/136 გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვისწარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ.
4 სექტემბერი - №1/187 გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვისწარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ.
სხდომები, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არ იყო მოწვეული კანონის შესაბამისად და არ თავმჯდომარეობდა უფლებამოსილი პირი. ამიტომ ასეთ სხდომებზე მიღებული ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კანონიერად.
9. კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ კანდიდატების გასაუბრების ეტაპზე გადაყვანის თაობაზე, ჩაატაროს ფარული კენჭისყრა „თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით". მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონი ავალდებულებდა საბჭოს, წინასწარ განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები, რეალურად ეს ასე არ მომხდარა. ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოვითხოვე, დაგვედგინა კენჭისყრის შესაბამისი პროცედურები, რაზეც უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს (ODIHR) ანგარიშში ამ საკითხზე ნათქვამია: „სხდომის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი არამოსამართლეწევრის მოთხოვნას, რომ საბჭოს მიეღო კანონში მითითებული პროცედურა“. პროცედურის არმიღებამშეზღუდა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლებრივი სიცხადე.
9. სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგებისდაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. თუმცა კანონის ამ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან მიმართებაში, არამედ სხვა საჯარო სხდომების დროსაც.
10. მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ზოგადად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა, რამაც პიკს გასაუბრების დროს მიაღწია. ამ კუთხით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე წევრები, ფაქტობრივად, რეგულარულად არღვევდნენ სამოსამართლო ეთიკის წესებს, სამოსამართლო ქცევის ბანგალორისპრინციპებს, თუმცა დამოუკიდებელი ინსპექტორის და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძის მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის.
ეუთოს (ODIHR) ანგარიშშიც არის საუბარი ამის შესახებ, კერძოდ, პირად შეურაცხყოფებზე, ღვარძლიან ბრალდებებზე და დამამცირებელ კომენტარებზე, რომლებიც ზოგჯერ სექსისტურიიყო. ასევე ნიშნადობლივია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, სხდომის მოქმედი თავმჯდომარე, „ზოგადად არ ცდილობდა წესრიგის და ეტიკეტის უზრუნველყოფას სხდომების დროს, კონფლიქტს აძლევდა ესკალაციის საშუალებას და თავადაც მონაწილეობდა წესრიგის დარღვევაში“.
______________________________________
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს პარლამენტი გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში გაესაუბრა. კანდიდატებს დეპუტატები კენჭს სათითაოდ უყრიან და დანიშნავენ ან არ დანიშნავენ უვადო მოსამართლეებად.
მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ომბუდსმენმა შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.
როგორც ლომჯარია ამბობს, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირისდასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგისას გამოვლენილ გარემოებებს. მონიტორინგი ჩაატარა როგორც სახალხო დამცველმა, ისე ეუთო/ოდირმაც.
ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით პრობლემატური ორი საკითხი იყო:
"პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს".
_______________________________________
2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.
როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.
კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.
თამთა თოდაძე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.
მას ტაბულა ილია ჯიშკარიანის ადვოკატის განცხადების შემდეგ დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საქართველოდან და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი.
"საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის საკონსულოში დამინახა, რომელ ქვეყანას მივმართე, რის საფუძველზე საუბრობს? ეს სრული აბსურდია, ნამდვილად არ ვაპირებ ჩვენი ქვეყნის დატოვებას და არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და არც სხვა დროს მიფიქრია ქვეყნის დატოვება არასდროს", - ამბობს თამთა თოდაძე ტაბულასთან.
ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა ინტერპრესნიუსთან თქვა, რომ "შოუ ახლა იწყება". მარიამ კუბლაშვილის მტკიცებით, აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ თამთა თოდაძე დედასთან ერთად აპირებს წავიდეს საქართველოდან და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, "თითქოს მას დევნიან, მასზე იძალადეს და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას".
რამდენიმე დღის წინ, 10 ნოემბერს, საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც ყოფილი თანაშემწე ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა.
მიუხედავად ამისა, ჯიშკარიანი ბრალდებულად, თოდაძე კი დაზარალებულად პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ ცნო, როცა საქმე საჯარო გახდა და სხვადასხვა მედიაში გაშუქდა.
11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთანმიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.
პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.
დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს.
საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. თუმცა, შესაძლოა, ის 2 დეკემბრისთვის გადაიდოს.
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარალამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
ცნობილია, რომ ცვლილებას მხარს უჭერს ოპოზიცია, თუმცა იგივე პოზიცია არ აქვს უმრავლესობის ნაწილს.
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა. კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და იგივე პოზიცია აქვს თითქმის ყველა მაჟორიტარს. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მათ, გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ.
იმას, რომ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა სრულად არ უჭერს მხარს, ადასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.
"შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში ყველამ არ დაუჭიროს მხარი. ეს შეიძლება იყვნენ მაჟორიტარები ან პარლამენტის ის წევრები, რომლებსაც მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. უმრავლესობის უმეტესი ნაწილი რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მაინც არ გვაქვს ხმების საჭირო რაოდენობა", - ამბობს გიორგი კახიანი, დეპუტატი უმრავლესობიდან და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ოპოზიციაში, კერძოდ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიუხედავად შენიშვნებისა, ინიცირებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რადგან ცვლილებების შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, საეჭვოა, რომ მაჟორიტარების ნებას გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდეს.
"ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს როგორც ჩვენი, ოპოზიციური სპექტრის კანონპროექტს, ისე ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს. ეს კიდევ ერთხელ იქნება დამატებითი წნეხი ქართული ოცნებისთვის, რომ მათ კიდევ ერთხელ არ გააკეთონ რაიმე მანევრი ისეთი, რაც შეუძლებელს გახდის ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებას. რაკი ნათქვამია თავად ივანიშვილის მიერ და ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაცხადებულია, რომ ეს ცვლილება უნდა მოხდეს, მე არ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარების დამოუკიდებელ ინდივიდუალურ ნებას რამე გადამწყვეტი სიტყვა ექნება", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მისცემს ქართულ ოცნებას შესაძლებლობას არ მიიღოს ცვლილებები და სხვას გადააბრალოს, ამიტომ, ინიციატივას მათი მხარდაჭერაც ექნება.
"ჩვენ უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების შესაძლებლობას. ჩვენ დავუჭერთ მხარს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტს, ნებისმიერ ვარიანტში. გარდა მაისა, ჩვენ გვექნება მცდელობა, რომ დავარწმუნოთ პარლამენტი, რომ ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებისგან, არის უკეთესი", - ამბობს რომან გოცირიძე, ენმ-ს წევრი.
მსგავსი პოზიცია აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს. ბესელიას ეჭვი აქვს, ქართული ოცნება მიზეზს ეძებს, რათა გადაწყვეტილება დროულად არ მიიღოს.
"ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე დავუჭერთ ამ ინიციატივას მხარს, იმიტომ რომ უმრავლესობას და ქართულ ოცნებას არ მიეცეს საბაბი, რომ გადაიფიქროს ის დაპირება და ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზეზს ეძებს ქართული ოცნება, რათა არ მოხეს დროულად ამ გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნავს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი პროექტია დარეგისტრირებული - ერთი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. ქართული ოცნების ინიციატივა ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს ზღუდავს, ოპოზიციის პროექტი კი 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, რაც ქართულ ოცნებას არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.
წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან.
საქართველოს პატრიარქმა 1984 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს არქივის გამოცემაში - "ილია II"იძებნება.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:
"საბჭოთა კავშირის კომუნისტურის პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სახელით სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე გაიგზავნა სამძიმრის დეპეშა, რომლის ასლსაც წარმოგიდგენთ.
ასევე გაცნობებთ, რომ ამა წლის 11 თებერვალს, შაბათს, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა პანაშვიდი, სადაც მოხსენიუბულ იქნა იური ვლადიმერის ძე ანდროპოვი."
იური ანდროპოვი 1982-1984 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. 1967-1982 წლებში ანდროპოვი სუკ-ის [კგბ] კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მიჩნეულია, რომ ანდროპოვის თავმჯდომარეობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სუკ-ის როლი და გავლენა სახელმწიფოს ცხოვრებაში. ითვლება, რომ ანდროპოვი პირადად მონაწილეობდა დისიდენტების დევნასა და დაპატიმრებაში.
1956 წელს უნგრეთის აჯანყების დროს ანდროპოვი უნგრეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა სწორედ, ანდროპოვი გამოვიდა წითელი არმიის შესვლის მოთხოვნით. ბრძოლები უნგრეთში ერთი კვირა გაგრძელდა, რის შედეგადაც 3 000 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამასზე მეტი სიკვდილით დასაჯეს.
[gallery]
იური ანდროპოვი პრაღის გაზაფხულის ძალადობრივი ჩახშობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. სწორედ, მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე. რომლის ფარგლებში დახვრიტეს 4 ადამიანი, მათ შორის მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე. ყველაფერთან ერთად, ანდროპოვი რელიგიური დაწესებულების მკაცრი კონტროლისა და ორთოდოქსულ მარქსისტულ მიდგომას იზიარებდა.
1983 წელს იური ანდროპოვის ბრძანებით საქართველოს კათალიკოზ პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა. ფოტოზეა გამოსახულია დაჯილდოების ცერემონია.
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა.
შედეგები ასე გადანაწილდა: 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი. სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.
ეს ცვლილებების პირველი მოსმენა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის პროექტი ჩავარდა.
კანონპროექტი თვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით.
შესაძლოა, პარლამენტმა დღესვე უყაროს კენჭი ქართული ოცნების პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის"ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.
გუშინ, 12 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისში პროპუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე თანამოაზრეებთან ერთად მივიდა და ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდა. მან თქვა, რომ ერთ კვირაში ათას კაცთან ერთად დაბრუნდება და შენობაში შესვლას ვერავინ დაუშლის.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ამავე სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი დღემდე განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი იყო, 2017-2018 წლებში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც განათლების მინისტრი სწორედ ჩხენკელის შემდეგ გახდა, თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.
ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდებაზე მსჯელობდნენ, დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ შეხვედრა "საკმაოდ ცხელი გამოვიდა".
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს არ მისცა საშუალება, საკითხზე შიდა სარეიტინგო კენჭისყრა ჩაეტარებინათ.
"საკმაოდ ცხელი გამოვიდა სხდომა. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ პოლიტიკური ცხოვრება. ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ ეყოლება რყევადი, ანუ სუსტი ხელისუფლება.
ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა. მე დავსვი საკითხი ნათლად - არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში ამის დათვლა", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის უმრავლესობას, ხუნდაძემ უპასუხა:
"უმრავლესობას არ ვტოვებ, ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, იმაზე მეტი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. კი, ვემზადებით ჩასაგდებად".
მმართველი გუნდის დეპუტატები თავიანთსავე ხელმოწერილ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული წესით უნდა ჩატარდეს. პროექტის განხილვა პარლამენტში გუშინ, 12 ნოემბერს დაიწყო და დღეს გაგრძელდება, თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების"მოტივით.
2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, ის უმრავლესობას დატოვებს.
ამის შესახებ შიოლაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა მათ არ მისცა შესაძლებლობა ადგილზე გაერკვიათ, რამდენი ადამიანი ეწინააღმდეგება ცვლილებებს.
"ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ უმრავლესობის სხდომაზე, იმ რისკების თაობაზე ვისაუბრეთ, რაც შესაძლოა, ქვეყანას მომავალში დაუდგეს. საუბარია 2020 წლიდან 2024 წლამდე. აბსოლუტურად ღია იყო საუბარი. არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ ვითხოვდით სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლესობას აქვე გამოეხატა პოზიცია, გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ ბევრი დეპუტატი არის ჩვენს აზრზე და მიაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილურობას ძალიან დიდი რისკის ქვე შ დააყენებს. პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება", - თქვა შიოლაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატები აპირებენ კოლეგებთან მუშაობას, რათა პროექტმა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს. ირაკლი შიოლაშვილის აზრით, ეს ცვლილებები ქვეყანას რისკის ქვეშ დააყენებს და პოლიტიკური არასტაბილურობის გარანტია.
ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო, რომელსაც პარლამენტმა კენჭი 12 ნოემბერს არ უყარა. სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა. პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია"ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მიცემული პირობა.
ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.
ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას, ასევე 3%-იან ბარიერსა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავდნენ, საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი დეპუტატების მიმართ ზეწოლის მცდელობა იყო.
დეპუტატის თქმით, ზეწოლას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა და განსაკუთრებული ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძის მიმართ იყო, "მასზე წავიდა მთელი აგრესია".
"ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც არ უჭერს მხარს. დღეს უმრავლესობის შეკრებაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად, დიტო ხუნდაძეზეიყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენკიდევაც, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ, მე არ ვიცი. [ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილი] პირადად, დატუქსასავით, სიცილით. ბოდიში, რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დღეს დებატები გაგრძელდება, ჩემი პოზიცია უცვლელია. როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სისტემაზე", - თქვა ოქრიაშვილმა.
ჟურნალისტებისკითხვას, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, თუ ისინი მხარს დაუჭერენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ოქრიაშვილი უარყოფითად პასუხობს.
"არა, არ დავტოვებ, რატომ უნდა დავტოვო უმრავლესობის რიგები, ჩემი პოზიცია მაქვს და ამ უმრავლესობაში მაქვს საშუალება, არის ზეწოლა თუ არ არის, ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო", - აღნიშნა დეპუტატმა.
ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო, რომელსაც პარლამენტმა კენჭი 12 ნოემბერს არ უყარა. სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა. პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია"ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მიცემული პირობა.
ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.
ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას, ასევე 3%-იან ბარიერსა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.
ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ითხოვა, გადაიდოს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონის კენჭისყრა, რათა ქართულმა ოცნებამ ხვალ დილით კიდევ ერთი კონსულტაცია გაიაროს.
არჩილ თალაკვაძემ ფრაქციების თავმჯდომარეებს სთხოვა, მასთან მცირე კონსულტაცია გაიარონ და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს.
დღეს კანონის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.
2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.
რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ.
ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ამას დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ასევე ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა.
თალაკვაძის თქმით, ქართულ ოცნებას საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დეპუტატებმა ითათბირეს. როგორც ტაბულას წყარომ უთხრა, ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით სხდომაზე გია ვოლსკიმაც თქვა, რომ "ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ ლაპარაკი".
მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს.
დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა".
2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.
რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ.
ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა საპარლამენტო თანამდებობები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
ამის შესახებ მათ განცხადება პარლამენტში გააკეთეს.
საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ: თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, ზაზა ხუციშვილი.
ჩუგოშვილის თქმით, მათი პოზიცია ქართულ ოცნებაში იცოდნენ, გუნდის დატოვების სურვილი არ ჰქონიათ, თუმცა სხვა გზა არ დარჩა.
"დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა. ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, ალბათ დასრულდებოდა პარტიისთვის გარკვეული დანაკარგით. ვინაიდან შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის იყო ცნობილი", - თქვა ჩუგოშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ მას ის არის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, ასევე ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანი და ასეთი განცხადების შემდეგ მოუწევს ამ თანამდებობების დატოვებაც.
"დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრიდა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო სხვადასხვა მიზეზი გამო, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტს მიეღო. სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ეს. შედეგი დადგა ისეთი, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხაროა და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომლებზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩაგდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილიც ამ პოზიციაზე იყო, თამარ ჩუგოშვილი უარყოფითად პასუხობს და დასძენს, რომ ივანიშვილი პროპორციულ სისტემაც ემხრობოდა.
კითხვას, იქნებიანთუ არა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ მომავალზე საუბარი ახლა ძალიან გაუჭირდებათ.
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.
კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.
წინააღმდეგი
ენზელ მკოიანი
კახა ოქრიაშვილი
დიმიტრი ხუნდაძე
კენჭისყრას ესწრებოდა და მასში მონაწილეობა არ მიიღო
ვიქტორ ჯაფარიძე
თენგიზ ხუბულური
ირაკლი ხახუბია
ლერი ხაბელოვი
შოთა ხაბარელი
ნინო წილოსანი
ოთარ ჩრდილელი
გოდერძი ჩანქსელიანი
ირაკლი შიოლაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი
მერაბ ქვარაია
დავით სონღულაშვილი
რუსლან პოღოსიანი
თამაზ ნავერიანი
კახა ოქრიაშვილი
პაატა მხეიძე
დიმიტრი მხეიძე
რომან მუჩიაშვილი
სავალან მირზოევი
თამაზ ნავერიანი
გოგი მეშველიანი
ირაკლი მეზურნიშვილი
სულხან მახათაძე
გურამ მაჭარაშვილი
სამველ მანუკიანი
იოსებ მაკრახიძე
კობა ლურსმანაშვილი
გიორგი კოპაძე
კარლო კოპალიანი
შალვა კიკნაველიძე
კობა კობალაძე
ედიშერ თოლორაია
ცოტნე ზურაბიანი
მუხრან ვახტანგაძე
გოჩა ენუქიძე
გოგა გულორდავა
ანზორ ბოლქვაძე
ირაკლი დაჩი ბერაია
ირაკლი აბუსერიძე
არ ესწრებოდა/რეგისტრაცია არ გაიარა
გიორგი ბეგაძე
ელგუჯა გოცირიძე
გიორგი თოთლაძე
სოფიო კილაძე
სვეტლანა კუდბა
გელა სამხარაული
ირინე ფრუიძე
კანონპროექტის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.
2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ყველა უნდა გამოვიდეთ ერთად ერთის წიააღმდეგ".
"ბიძინა ივანიშვილმა დადგა ცირკი, მონების აჯანყების სცენარი" -ამბობს დიღმელაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე.
მოძრაობა "სირცხვილიას"აზრით, ქართულმა ოცნებამ მიიღო კვლევის შედეგები და მიხვდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე, პროპორციული სისტემით ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
"მათაც კი არ აქვთ იმედი, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ეს აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ და არც აინტერესებთ. აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკას, ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის დიდი გეგმა ივანიშვილის, რომლითაც უნდათ ხელისუფლების მიტაცება. არ უნდა მივცეთ საშუალება, მოიტაცოს ქართველი ხალხის სახელმწიფო, ძალაუფლება ხალხს, მობილიზაცია დაწყებულია, არ დავიშლებით, სანამ საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ, თუ არ ალოკავენ, ავალოკინებთ" - თქვა დიღმელაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.
კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.
კანონპროექტის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.
2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.
მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.