საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტოკიოში იმყოფება, მიანმარის ლიდერთან, აუნ სან სუ ჩისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ზურაბიშვილი აუნ სან სუ ჩის უწოდებს ქალს, "რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა". აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებია, მიანმარის სამოქალაქო ლიდერს, ნობელის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროს არასაკმარის ქმედებაში ადანაშაულებენ.
"ნობელის პრემიის ლაურეატი. თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება. დღევანდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქალი! ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა" - წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.
მიანმარის სამოქალაქო ლიდერს უკვე ჩამოართვეს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო. ორგანიზაციამ მიზეზად სუ ჩის მიერ "იმ ღირებულებების, რასაც იცავდა, სამარცხვინო ღალატი"დაასახელა. მას ასევე ჩამოართვეს აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის და ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯილდოები. ამ უკანასკნელმა სუ ჩის პორტრეტიც ჩამოხსნა. მიანმარის სამოქალაქო ლიდერისთვის არ ჩამოურთმევიათ 1991 წელს მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია.
შეგახსენებთ, რომ მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ, რაც გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ქვეყანა 700,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.
გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით, მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით"ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით, რეგიონში არსებობდა.
ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად, მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში. ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.
ანგარიშის მიხედვით, მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით, მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად 2017 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700-ის გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით, გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% - ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.
ცოტა ხნის წინ Facebook-ზე გვერდი "სალამ"დარეგისტრირდა,სადაც გარდაბნის სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდამჭერი ვიდეო გამოქვეყნდა. ჩანაწერში მუსლიმი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობის და ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად მოდიან.
"სალამ, ჩვენ მოვედით, მოვედით, რათა გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები, მოვედით, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა, ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ" - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.
რამდენიმე დღის წინ, გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში, გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
ინციდენტი მასწავლებლის facebook სტატუსს მოჰყვა. ჰამიდ სადიკოვმა თავისი მოსწავლე გოგოს მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. ამის შემდეგ გოგომ ოჯახში დაბრუნება შეძლო და სწავლა გააგრძელა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
2019 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა. აქტი იმეორებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი, გმობს ოკუპაციას და ითვალისწინებს სანქციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის.
კანონში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი უნდა მოხდეს და აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
კანონში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და კორუფციასთან ბრძოლას.
ამასთანავე აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს სწრაფვას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.
აშშ გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, დაკავებებს, გატაცებებს და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშშ რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და მხარს უჭერს კონფქლიტის მშვიდობიან გადაწყვეტას და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას.
კანონი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევისათვის სანქციებსაც ითვალისწინებს.სანქციების შორისაა სავიზო შეზღუდვები და ანგარიშების დაბლოკვა.
საქართველოს მხარდამჭერს აქტში აღნიშნულია, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და ევრო-ატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ISAF-ის მისიებში მონაწილეობს, ავღანეთში კი ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია.
კონგრესი თანხმდება, რომ აშშ-მა საქართველოს დამხარება უნდა გაუზარდოს, როგორც ფინანსური, ასევე უსაფრთხოების კუთხით და გააუმჯობესოს საქართველოს თავდაცვის უნარი და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ამ აქტით სახელმწიფო მდივანი და შესაბამისი დეპარტამენტები დაავალდებულა წარმოადგინონ ანგარიში საქართველოსათვის უსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარების შესახებ, რომელიც მოიცავს 2008 წლიდან საქართველოსათვის გაწეულ დახმარებას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის არსებული საფრთხეების შეფასებას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეფასებას და 5-წლიან სტრატეგიას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე.
მათ შორის საუბარია კიბერ-უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობაზეც. კანონის მიხედვით აშშ საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს, რათა ქვეყანამ შეძლოს სამთავრობო ქსელების და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის თავდასხმისაგან დაცვა და შემცირდეს საქართველოს დამოკიდებულება საინფორმაციო და კომუნიკაციების რუსულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება.
აქტი ყურადღებას უთმობს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. მასში ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროს, რომლის მიზანია საძირკველი შეურყიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მედიის თავისუფლებას. ამისათვის კონგრესი ითხოვს საქართველოს მედია პლატფორმებისადმი მიმართული რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის და ამასთან საქართველოს ბრძოლის საშუალებების შეფასებას და აშშ-ის დეპარტამენტების და სააგენტოების თანამშრომლობას მსგავს მცდელობებთან საქართველოს ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად.
მხარდამჭერი აქტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიისშტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისისშტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორიჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან.
აქტის დამტკიცებამდე, კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.
საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში ძალაში შევა.
აფხაზეთში ბლოგერ ბესლან ხვარცკიას სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სცემეს. ხვარცკიამ კომენტარი ერთ-ერთი აფხაზური ქორწილის ვიდეოზე გააკეთა, სადაც ჩანდა, რომ სტუმრებს სუფრაზე წითელ წიგნში შეტანილი ჯიხვი მიართვეს.
"არჩვებზე და თხებზე გავარკვიეთ. არჩვი არ ყოფილა, თუმცა ამბობენ, რომ ორი ჯიხვი იყო, ესეც საეჭვოა. რა ცხენები იყო და რა მოისაქმეს, ვერ გავიგე. გთხოვთ, მეტად ნათელი გახადეთ",-დაწერა ბესლან ხვარცკიამ.
ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ, 22 ოქტომბერს გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოში შემწვარი ჯიხვი ჩანს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
ამის შესახებ უწყების განცხადებაში აღნიშნული.
"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სალომე ადეიშვილი საუბრობს უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე და კონრეტულ საქმეებზე კონკეტული პირების მიერ "დავალებაზე", შერჩევით სამართალზე, სექსუალურ შევიწროებაზე და ა.შ.
ყოფილი პროკურორი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ "პატრონის"და "ჩალიჩის"გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)".
"იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;
იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაყწვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს'
[...] იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ", - წერს ის.
სალომე ადეიშვილი საქმეები უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.
"იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ", - წერს ყოფილი პროკურორი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი გახმაურებული საქმის შემთხვევაში პროკურატურამ გამონაკლისი დაუშვა და სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნო, უწყებამ იგივე მოთხოვნაზე ილია ჯიშკარიანის საქმის შემთხვევაში ომბუდსმენს უარი უთხრა.
თამთა თოდაძემ, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციის შემდეგ სწორედ სახალხო დამცველს მიმართა.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ფორმალურად ომბუდსმენს არ აქვს წვდომა საქმის მასალებზე, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო პროკურატურას გამონაკლისი დაუშვია.
"ამ შემთხვევაში არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელისუფლებო პარტიიდან. გარდა ამისა, არის ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ასევე, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მით უმეტეს, სახეზე გვაქვს დაგვიანებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რაც არის უჩვეულო, რადგან, როგორც წესი, ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად, ეს ნამდვილად იყო პროგრესი ბოლო პერიოდის განმავლობაში", - ამბობს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, საქმის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სხვა გზებითაცეცდებიან და პროკურატურას უკვე მიმართეს ახალი წერილით, სადაც ითხოვენ დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დასახელებების, თარიღების მითითებით. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ეს ომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს გააანალიზოს რამდენად ეფექტურად და დროულად მიმდინარეობს გამოძიება. სახალხო დამცველის განმარტებით, ამ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია ეს ინფორმაცია გასცეს.ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, საქმეს დეტალურად შეისწავლიან გამოძიების დასრულების შემდეგაც, რისი უფლებაც ამ დროს ექნებათ.
"ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით, მათ შორის გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, არ იყო ამოღებული ტანსაცმელი დროულად, ასევე ბიოლოგიური მასალა და ა.შ. ეს მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები ამ საქმეში არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სახალხო დამცველის ჩართულობა", - აღნიშნავს ლომჯარია.
სახალხო დამცველისთვის საქმის მასალების გადაცემას ითხოვს თამთა თოდაძეც. ამ თემაზე დღეს საფარში პრესკონფერენცია გაიმართა. დაზარალებულს სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს.
"ძალიან დაგვიანებულად არის ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული და სახალხო დამცველი ამას აუცილებლად ნახავდა, რადგან ოქმებში მითითებულია კონკრეტული დრო. მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ამოღება და ა.შ. როცა სახალხო დამცველი ამ დარღვევებს ნახავს, აუცილებლად მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციას. ალბათ პროკურატურას არ აქვს სურვილი, რომ ასეთი დარღვევები აღმოჩენილ იქნას", - ამბობს თამარ ლუკავა, თამთა თოდაძის ადვოკატი.
როგორც ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ გახმაურებულ საქმეზე ომბუდსმენს აქვს წვდომა,ახლა იგივე გამონაკლისის არ დაშვება ეჭვებს ბადებს.მით უმეტეს, რომ საქმეში თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებულიც ამას ემხრობოდა.
"პრობლემა არის ის, რომ საგამოძიებო ეტაპზე არის ბევრი დარღვევა და ამ დარღვევების მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქმე ჩვეულებრივი მსვლელობით არ მიმდინარეობს, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს ილია ჯიშკარიანი და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ომბუდსმენის ჩართულობა", - აღნიშნავს ბაია პატარაია.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თამთა თოდაძე და ადვოკატი გუშინ, 23 ოქტომბერს შეხვდნენ სახალხო დამცველს და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად გააცნეს, ასევე, ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც საქმეში თავიდანვე არსებობდა.
საფარში გამართული პრესკონფერენციისა და სახალხო დამცველის კომენტარის შემდეგ, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. უწყებაში ამბობენ, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს გაეცნოს მხოლოდ იმ საქმეებს, რომლის გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და კანონმდებლობა საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს.
"სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის "ე"ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისოწესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფსსახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
ამავე განცხადების მიხედვით, უწყება მზადაა კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეწყობა.
"სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს არაერთ გახმაურებულ საქმეზე ჰქონია წვდომა, მათ შორის არის 20 ივნისის საქმე, ხორავას ქუჩის საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე და ა.შ.
---
ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა.
მიუხედავად ამისა, ჯიშკარიანი ბრალდებულად, თოდაძე კი დაზარალებულად პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ ცნო, როცა საქმე საჯარო გახდა და სხვადასხვა მედიაში გაშუქდა.
11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.
პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.
დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს.
საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლადდანიშნულიუფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში რუსული თეატრის დასის გამოსვლის პროტესტი რუსოფობიაა, რომელსაც ქვეყანა ჩიხში შეჰყავს.
ვინაიდან, ლილუაშვილის თქმით, "რუსოფობია არ წაგვადგება", საპროტესტო აქცია კი მხოლოდ "კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი"მოქმედება შეიძლება ყოფილიყო.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 19-20 ოქტომბერს მოსკოვის თეატრს "ნიკიტკისკარიბჭეს"უმასპინძლა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
სუს-ის უფროსმა ეს 22 ოქტომბერს იმედის ეთერში, გადაცემა SWOT ანალიზში თქვა. გადაცემის წამყვანმა, ნიკა ლალიაშვილმა მას ჰკითხა, არსებობს თუ არა საზოგადოებაში არსებული ფობიების დაძლევის საშუალება, ვინაიდან, ვიცით, რომ არსებობს ვთქვათ"ამერიკოფობია","თურქოფობია"და სხვა.
"აუცილებელია განხორციელდეს უფრო მეტი საგანმანათლებლო პროგრამები და დისკუსიები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ფობიებსვებრძოლოთ, ვინაიდან რუსოფობია ვერ წაგვადგება. ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომელიც რუსეთიდან მოედინება, ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ. ცხადია, აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მე ასე ვფიქრობ, ვინაიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგის, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი დრამატული დასი, სადაც ჩვენი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აქტივისტები მიცვივდნენ და შეეცადნენ, ჩაეშალათ ეს ღონისძიება, ვინაიდან სტუმრები წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს.
ასეთი ფობიები, რა თქმა უნდა, შედეგის მიღწევაში არ წაგვადგება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა საქმეს ნამდვილად არ წაადგება.
შესაბამისად, თუკი იმ 9 მილიონი ტურისტიდანნახევარზე ცოტა მეტი იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმარმასპინძლობით დავხვდით – რატომ უნდა დავხვდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომელთაც სპექტაკლი აქვს ჩამოტანილი ქუთაისში?!
ჩვენ უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ფონს გაგვიყვანს და არა ჩიხში მოგვამწყვდევს. მე ვფიქრობ, რომ ეს ფობიურიგანცდები და მოქმედებები, რეაქციები, სწორედ ჩიხში შესაყვან მიმართულებებს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ“, - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
CNN-თან საუბარში ანონიმური ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.
ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ დნმ-ის ანალიზი მიმდინარეობს, რათა დადასტურდეს დაღუპულთა ვინაობა და ალ-ბაღდადის სიკვდილი.
პარალელურად, ირანელი ოფიციალური პირები Reuters-თან საუბარში ამბობენ, რომ სირიაში მათმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა თეთრ სახლში თქვეს, რომ მალე დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. მანამდე კი ტრამპმა ტვიტერზე დაწერა "რაღაც ძალიან დიდი მოხდა!"
ოფიციალური პირები მედიასთან ანონიმურად საუბარში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-დასავლეთით განხორციელდა, თუმცა ვერ ადასტურებენ მოკლეს თუ არა ალ-ბაღდადი.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ცრუ ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე წელს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, 5 წლის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა.
18-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში - ალ ბაღდადი პასუხისმგებლობას იღებს შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანულ ტაძარში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორგანიზაცია მათი მებრძოლების დაკავებისა და დახოცვისთვის შურისძიებას გეგმავს. უცნობია, ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული.
ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით დაიბადა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლამდე ის ერთ-ერთ მეჩეთში სასულიერო პირი იყო, ზოგიერთი ინფორმაციით კი ალ-ბაღდადი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც ჯიჰადისტი მებრძოლი იყო.
პირველად ალ-ბაღდადი 2010 წელს გამოჩნდა როგორც ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი. 2014 წელს კი გავრცელდა მოსულიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში ხალიფატის დაარსებას აცხადებს.
ამის შემდეგ ალ-ბაღდადი არ გამოჩენილა და ვარაუდობდნენ, რომ ის საჰაერო თავდასხმებისას მოკვდა, თუმცა მიმდინარე წელს გავრცელებულმა ვიდეომ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი გოგოს ქორწინების იძულების ბრალდებით მისი მამა დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვანი გოგოს მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.
მათივე ცნობით, არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გოგო თავსესაფარში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუშიამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლად დარჩება, თუმცა არანაირ პარტიულ პოზიციაზე პრეტენზია არ ექნება.
ბაჩო ახალაია აქვე აღნიშნავს, რომ "რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები"რომ გასჩენოდა, ამას ნაციონალურ მოძრაობაში ენთუზიაზმით არ შეხვდებოდნენ. მისი თქმით, ეს სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა.
"ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა იმის გათვალისწინება, რომ არანაირი ისეთი ამბიცია არ გამაჩნია, რომელიც კონფლიქტში მოვიდოდა რეალობასთან", - ამბობს ბაჩო ახალაია იპნ-სთან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ მისი შეხედულებები და პრიორიტეტები არ შეცვლილა. ბაჩო ახალაიას თქმით, პარტიული საქმიანობისადმი ინტერესი და შესაბამისი უნარები არასდროს ჰქონია და თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი, ენმ-ის წევრი არ ყოფილა. ის ამბობს, რომ გაწევრიანებას არც მომავალში აპირებს.
"როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა. სულ ეს არის და ეს. ასე რომ, ციხიდან გამოსვლით, ოდესღაც აღებული პასუხისმგებლობის ისტორიის ეს ნაწილი სრულდება, რაც ბუნებრივია, ავტომატურად არასდროს ნიშნავდა შემდეგ ნაბიჯს საჯარო პოლიტიკაში, მით უმეტეს, არასდროს გულისხმობდა მომავალში რაიმე ჰიპოთეტური სარგებლის პოტინს. ასეთი იყო წლების წინ სამყაროს ჩემეული აღქმა და ასეთად რჩება ის ჩემთვის დღემდე", - ამბობს ახალაია.
ბაჩო ახალაია 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2014 წლის ოქტიმბერში თავდაცვის ყოფილ მინისტრს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ახალაია დამნაშავედ ცნო პატიმრების წამების ეპიზოდში. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოძიების მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის ციხეში შეღავათიანი პირობების შექმნას გულისხმობს. ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ბაჩანა ახალაია 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2009 წლის 28 აგვისტოდან მას ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, 2008-2009 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ "გემიდან პირველი გარბიან ვირთხები"და ის კაპიტანთან დარჩენას არჩევს.
ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე დაწერა. ის ასე, სავარაუდოდ, ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებებს ეხმაურება.
"ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ). ბოლომდე კი რჩება კაპიტანი.
რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს.
ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ჯაღმაიძე.
26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.
აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე"პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა.
საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება საპატრიარქოს ვებ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
"ა.წ 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან", - წერია პატრიარქის ბრძანებაში.
26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.
აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე"პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა.
საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის, ასევე, საერთო სასამართლოებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ბათუმის, ქუთაისის საკრებულოების ვებ-გვერდებზე, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმაა.
საიტებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).
ამ დროისთვის [13:11], საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი უკვე გათიშულია, ხოლო სხვა საიტებზე კვლავ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს.
გარდა ამის, ცნობილი ხდება, რომ ჰაკერული შეტევაა მედიის განვითარების ფონდის საიტზეც - MDFGEORGIA.GE
ჰაკერული თავდასხმაა თავისუფალი უნივერსიტეტის, ასევე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვებ-გვერდებზეც.
[gallery]
[ცნობილი ხდება ახალი ვებ-გვერდების შესახებ, რომლებზეც ჰაკერული თავდასხმა მოხდა. შესაბამისად, მასალა განახლებდია].
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის გადაუყენებია. მეუფე იაკობის და პატრიარქის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
"ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და მეთქვა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და ფინანსურ-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. მე გადავდექი მე, არავის გადავუყენებივარ. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა"- თქვა მან საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ.
იაკობი ამბობს, რომ ის პატრიარქს პირისპირ შეხვდა და მათ საუბარს სხვა არავინ ესწრებოდა. მან მრევლსა და ერს, თავისი ლექსიკისთვისშენდობა კიდევ ერთხელ სთხოვა და ბოდიში მოიხადა.
საპატრიარქოს ვებ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.
"ა.წ 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსისდა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან", - წერია პატრიარქის ბრძანებაში.
................
26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.
აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე"პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.
გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.
გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).
ამ დროისთვის ცნობილია შემდეგ საიტებზე თავდასხმის შესახებ:
საქართველოს პრეზიდენტი - president.gov.ge
საქართველოს საერთო სასამართლოები - court.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლო - tbappeal.court.ge
აჭარის უმაღლესი საბჭო - www.sca.ge
ქარელის საკრებულო - shidakartli.gov.ge
ბათუმის საკრებულო - batumicc.ge
ქუთაისის საკრებულო - kutaisi.gov.ge
გურჯაანის საკრებულო - www.gurjaani.ge
საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია - gsmea.ge
მუნიციპალური განვითარების ფონდი - mdf.org.ge
თავისუფალი უნივერსიტეტი - freeuni.edu.ge
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - gau.ge
საზოგადოებადა ბანკები - sab.ge
მედიის განვითარების ფონდი - mdfgeorgia.ge
რუსთაველის თეატრი - rustavelitheatre.ge
დემოკრატიის ლაბორატორია
კაქტუს მედია
თრიალეთი
tvpirveli.ge
saqinform.ge
iPlus.ge
rogor.ge
nova.ge
arma.ge
argo.ge
mdf.ge
inex.ge
photoessay.ge
გარდა ამისა, ტელეკომპანიები "იმედი"და "მაესტრო", სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადიან. ინფორმაციას facebook-ით "იმედის"საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს.
"ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს," - წერს ჩიხლაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და საკუთრების ხელყოფას.
არსებული ინფორმაციით, შეტევა მოხდა იმ საიტებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანია პროსერვისი (proservice.ge) უზრუნველყოფს. ტაბულა მათთან დაკავშირებას ცდილობს.
ელექტრონული სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია შემაკავებელ ორდერს გამოწერს და სიტუაციის შეფასებისას ჩათვლის, რომ მსხვერპლის დასაცავად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები. შსს-ს წარმომადგენელი შესაბამის ოქმს შეადგენს, 24 საათის ვადაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ.
სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევია, შესაბამისად,ორდერის გარეშე, მას არ გამოიყენებენ.გამომდინარე იქედან, რომ შემაკავებელი ორდერი მაქსიმუმ, ერთ თვიანია, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ვადაც, მაქსიმუმ, ერთი თვეა.
თუმცა, პროექტის თანახმად, მოძალადეს ელექტრონული სამაჯური შეიძლება დაუმაგრდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს. ანუ, თუ თავდაპირველად პოლიციამ მხოლოდ ორდერი გამოწერა, შესაძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის შემდგომ დამატება, ოღონდ აუცილებლად, ორდერის მოქმედების ვადაში. ორდერის გაუქმება იწვევს ელექტრონული ზედამხედველობის მოხსნასაც.
გამომდინარე იქედან, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენება მსხვერპლის მხრიდანაც მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს, საჭიროა მისი თანხმობაც.
კანონპროექტის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში მითითებული უნდა იყოს მისი გამოცემის თარიღი და ადგილი, მისი გამოცემის საფუძველი, მოძალადის, ასევე, მსხვერპლის პირადი მონაცემები, ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის თაობაზე და მსხვერპლის სახლი, სამსახური ან სხვა ადგილები, სადაც მიახლოება მოძალადეს შემაკავებელი ორდერითეკრძალება.
მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისასაც კი, 112-ს აქვს უფლება დაუკავშირდეს მსხვერპლს ან მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. 112-ის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
პოლიცია მსხვერპლს შესაბამის ტექნიკურ საშუალებას გადასცემს, ხოლო მოძალადეს სხეულზე უმაგრებს. თუ ადგილზე ეს შეუძლებელია, შსს-ს შეუძლია ამისთვის მსხვერპლი ან/და მოძალადე პოლიციაში დაიბაროს. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე არ გამოცხადდება, პოლიციას შეუძლია ქვეყნის მასშტაბით მისი ძებნა გამოაცხადოს.
იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე ელექტრონულ სამაჯურს თავს აარიდებს ან დააზიანებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ფოტო: www.eff.org
აღსანიშნავია, რომ მოძალადის წინააღმდეგ სხვა სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება ვერ გახდება მისთვის ელექტრონული სამაჯურის არ დამაგრების საფუძველი. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა პირს პატიმრობა შეეფერადება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული ზედამხედველობა უქმედება.
შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იზრდება დამცავი ორდერის ვადაც. ამ ორდერს სასამართლო გამოსცემს, ის უფრო ეფექტურია და მაქსიმუმ, 6 თვიანი შეიძლება იყოს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დამცავი ორდერის მოქმედების მაქსიმალური ვადა შესაძლოა, 9 თვე გახდეს. თუმცა, ინიციატივა არ ითვალისწინებს ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას ამ ტიპის ორდერის შემთხვევაში.
გარდა ამისა, ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიციაც. კერძოდ, ოჯახის წევრთა ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება "ნაშვილები"და "მშვილებელი", რადგან დასახელებული პირები კანონმდებლობის შესაბამისად ითვლებიან შვილად და მშობლად, ხოლო "სიძისა"და "რძლის"ნაცვლად მიეთითება "შვილის მეუღლე". ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირიც. დაკონკრეტდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ოჯახის წევრის ცნება, რაც პროექტის თანახმად, გულისხმობს მშობელს. ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობაზე მოქმედი კანონმდებლობა სხვებთან ერთად, ყველა ამ პირს მოიცავს.
ამ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 100 ცალ ელექტრონულ სამაჯურს და 1000 სამაჯურზეგათვლილ სერვერსადა პროგრამას ფლობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ერთი კომპლექტის ღირებულება 2820 დოლარია. ამასთან, თითო მოწყობილობის ხარჯი თვეში 10 ლარია. ყველა ეს ხარჯი 2020 წლის ჩათვლით დაფარულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მიერ, თუმცა, 2021 წლიდან ეს ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ტაბულას უთხრეს, რომ 100 ცალი სამაჯურის შეძენა 2017 წელს გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამატება გახდეს საჭირო.
UN WOMEN GEORGIA-ს პროგრამის ანალიტიკოსი, ირინა ჯაფარიძე აღნიშნავს, სამაჯურების გარდა, შეძენილია სერვერები, ელექტრონული სისტემა, ასევე, გადამზადდენ 112-ის თანამშრომლები, რომლებმაც ეს სისტემა უნდა მართონ. ჯამში, პროექტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ნახევარ მილიონ ევრომდე დაიხარჯა.
"ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, კერძოდ, დასავლეთ ევროპის ქვეყნების და განსაკუთრებით, ესპანეთის, რადგან გარკვეულწილად, ის ახლოსაა ის ქართულ კონტექსტთან, მენტალიტეტთან და ქალთა მიმართ ძალადობა იქაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. გაირკვა, რომ ამ სისტემის დანერგვის შემდეგ მსხვერპლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევა არც ერთხელ ყოფილა", - ამბობს ის ტაბულასთან.
ირინა ჯაფარიძე განმარტავს, რომ შსს-სთან ერთად შემუშავდა რისკის შეფასების ინსტრუმენტიც, რომელიც შემაკავებელი ორდერის ნაწილია. ის ითვალისწინებს დამატებით კითხვებს მსხვერპლისთვის, რომლებიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსის თქმით, ბევრ კვლევას ეყრდნობა და შესაძლებელს ხდის რისკების მაღალი სიზუსტით შეფასებას.
"თუ გამოვლინდა, რომ ძალადობის განმეორების რისკი მაღალია, ხდება ელექტრონული სამაჯურის გამოყენება, რათა მსხვერპლის დაცვა უკეთ იყოს უზრუნველყოფილი", - აღნიშნავს ჯაფარიძე.
ის ამბობს, რომ საქართველოსთვის შეძენილი სისტემა ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და კარგია. ირინა ჯაფარიძის თქმით, ეს ელექტრონული ზედამხედველობა შესაძლებლობას იძლევა არც მოძალადეს და არც მსხვერპლს მოძრაობის არეალი არ შეეზღუდოთ, თუმცა, მოძალადეს მხვერპლთანმიახლოების საშუალება არ აქვს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ელექტრონულ მოწყობილობაში განსაზღვრული იქნება პირველი და მეორე რადიუსი - პირველი რადიუსის დარღვევის შემთხვევაში, როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადეს მიუვა შეტყობინება, რომ ერთმანეთს ერიდონ, ხოლო მეორე რადიუსის დარღვევის დროს ავტომატურად ერთვება საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ადგილზე მიდის. ამასთან, მეორე რადიუსის დარღვევა შემაკავებელი ორდერის დარღვევად ითვლება, რაც მოძალადის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას გამოიწვევს.
რადიუსი ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, ინდივიდუალურად იწერება და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
"როცა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიდის, 80%-ზე მეტ შემთხვევაში ხდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება. თუმცა, ადმინისტრაციული სამართლით მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ხდება. ამიტომ მაღალი რისკის შემთხვევაში ელექტრონული სამაჯურით მსხვერპლის სრული უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი", - ამბობს ირინა ჯაფარიძე.
ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში დამცავი ორდერის შემთხვევაშიც დადგეს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების საკითხი, თუმცა, გამომდინარე მცირე რაოდენობიდან, თავდაპირველად, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დროს გამოყენება გადაწყდა.
საქართველოს სახალხო დამცველი ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის შემოღებას მხარს უჭერს და აღნიშნავს, რომ მსხვერპლის დაცვის მექანიზმები გაუმჯობესებას საჭიროებს.
ომბუდსმენის მოადგილე ტაბულასთან ამბობს, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რისკების სწორი შეფასება და განმეორებითი ძალადობის პრევენციაა. ეკა სხილაძისთქმით, საჭიროა დაკვირვება როგორ იმუშავებს ახალი ინიციატივა პრაქტიკაში და რამდენად სწორად შეაფასებს რისკებს პოლიცია.
"სამწუხაროდ, პრაქტიკაში კვლავ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება განმეორებითი ძალადობის პრევენცია და უფრო სასტიკი ძალადობის ფორმებამდემივდივართ, როგორიც შეიძლება იყოს ფიზიკური ძალადობა ან ქალის მკვლელობა. მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენს განმეორებითი ძალადობის პრევენციას. საჭიროა, დავაკვირდეთ როგორ იმუშავებს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი. პოლიციელმა უნდა შეძლოს სწორად შეაფასოს რისკი და განსაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა საჭირო ელექტრონული სამაჯური. მას ამისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევები და შესაბამისი მომზადება სჭირდება", - ამბობს ეკა სხილაძე.
რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურების რაოდენობას, ომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, რომ რთულია წინასწარ თქმა, რამდენად საკმარისი იქნება 100 ცალი სამაჯური. ეკა სხილაძის თქმით, უნდა შეფასდეს, მცირე რაოდენობა ამ მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენებას ხელს ხომ არ შეუშლის.
"უნდა გამოიკვეთოს რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა და რამდენად უზრუნველყოფს ეს იმას, რომ ყველა მსხვერპლს, რომელსაც სჭირდება მსგავსი ტიპის დაცვის ღონისძიების გამოყენება, გარანტირებული აქვს მისით სარგებლობა", - აღნიშნავს სხილაძე.
ტაბულა დამატებითი კითხვებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით გვიპასუხებენ, რადგან შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები მივლინებაში არიან და საქართველოში არ იმყოფებიან.
კითხვას, რამდენად მზადაა სამინისტრო ცვლილებებისთვის, შსს-ში პასუხობენ, რომ კანონმდებლობის ამოქმედებასთანერთად, გათვალისწინებულია პოლიციელების გადამზადება და მათთვის შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება, რაც კანონის ეფექტიანად აღსრულებას შეუწყობს ხელს. უწყებაში მიუთითებენ, რომ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ისინი რისკების შეფასების სისტემას გამოიყენებენ, რომელზე მუშაობის პრაქტიკა პოლიციელებს უკვე აქვთ.
უწყებაში არ აზუსტებენ შესაძლებელია თუ არა, რომ სამომავლოდ, ელექტრონული სამაჯურები გამოიყენონ არამხოლოდ შემაკავებელი, არამედ დამცავი ორდერის შემთხვევაშიც. შსს-ში ამბობენ, რომ დამცავ ორდერებზე, რომელსაც სასამართლო გამოსცემს, რისკების შეფასების მექანიზმი არ არსებობს.
"შემაკავებელი ორდერი არის ოპერატიული ინსტრუმენტი და დროებითი ღონისძიება, შესაბამისად ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაც ორდერის მოქმედების ვადით იქნება შესაძლებელი ორდერის გამოცემისთანავე ან ორდერის გამოცემის შემდეგ, მისი მოქმედების პერიოდში. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობა განხორციელდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც იარსებებს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ამ საფრთხეებს პოლიციელი სწორედ რისკების შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობა არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც პოლიციელი გამოიყენებს. სათანადო საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელია დაიწყოს გამოძიება, გამოყენებულ იქნეს მოძალადის დაკავების ღონისძიება და ა.შ.", - ამბობენ უწყებაში.
შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დეტალური წესი და პროცედურები მინისტრის ბრძანებით გაიწერება.
საკანონმდებლო ცვლილებებიპარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა იმსჯელოს და დეკემბრის ბოლომდე კანონპროექტს, სავარაუდოდ, მიიღებენ. ჯამში, შეიცვლება ოთხი კანონი:
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი
რას შეცვლის მოძალადეებზეელექტრონული სამაჯურის გამოყენება, მხოლოდ ამის შედეგ გახდება ცნობილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ტაბულას უთხრეს, რომ შედეგების შეფასებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, ხოლო სიღრმისეულ ანალიზს, როგორ მუშაობს სისტემა, დაახლოებით ხუთ წელიწადში შეძლებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში 7178 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამასთან, მიმდინარე წელს უწყებამ ოჯახში ძალადობის 3660 შემთხვევა აღრიცხა, ხოლო საქმეების 2150 (59%) გახსნა.
Deepfake - ასეთი ტერმინი შეუსაბამესდასავლეთში გაყალბებულ ვიდეოს, რომელზე გამოსახულ ადამიანსაც არასდროს უთქვამს ის, რაც ვიდეოში ჩანს.
დიფფეიქიდეზინფორმაციის ახალი ფორმაა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ფეხს უფრო და უფრო მყარად იკიდებს. 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 9 თვეში deepfake ვიდეოების რიცხვი გაორმაგებულია.
დღეს ინტერნეტმა ადამიანების ინფორმირება ადვილი და ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა, ამავდროულად, გართულდა ნამდვილი და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა და მისი კონტროლი.
დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბი ახალი ამბები, ყალბი ფოტოები, მანიპულაციური ფოტოები გამოიყენება.
თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვალა ყალბი ამბების გავრცელების გზებიც. თუ ამ დრომდე ამისთვის მხოლოდ ახალი ამბები, ყალბი და მანიპულაციური ფოტოები გამოიყენებოდა, დღეს ვიდეო ინტერვიუს გაყალბებაც შესაძლებელია.
ლიბერალური დემოკრატია ინფორმირებულ მოქალაქეს ემყარება. .
ექსპერტები ამბობენ, რომ deepfake დემოკრატიისთვის საფრთხეა, ვინაიდან, დემოკრატია მაშინ მუშაობს, როცა ადამიანებს მისი სჯერათ.
რა არის Deepfake?
ამ ტერმინს და მის მიღმა შინაარსს ასე ხსნიან - სინთეზირებულიკონტენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შექმნილი
ახლა ვიდეოების გაყალბებაც შესაძლებელია - თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგიძლია, ნებისმიერ ადამიანს "ათქმევინო"ის, რაც მათ სინამდვილეში არასდროს უთქვამთ.
ამ ვიდეოში ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ "ის, ვინც აკონტროლებს მონაცემებს, აკონტროლებს მომავალს".
"ერთი ადამიანი, რომელსაც მილიონობით ადამიანის მოპარული მონაცემები აქვს - მათი საიდუმლოებები, მათი ცხოვრება, მათი მომავალი - მე Spectre-ისწინაშე ვარ ვალდებული. მან მაჩვენა, რომ ვინც აკონტროლებს მონაცემებს, აკონტროლებს მომავალს".
ვიდეო ყალბია.
წარსულში მსგავსი ყალბი შედეგის მისაღებად გაცილებით დიდი სპეციალური ცოდნა და ოსტატობა იყო საჭირო, დღეს კი ამისთვის რამდენიმე ფოტო და ინტერნეტთან კავშირიც საკმარისია.
Deepfake ტექნოლოგიით ადვილად შესაძლებელია არა მხოლოდ ყალბი ინტერვიუს, არამედ, მაგალითად, ყალბი პორნოგრაფიული ვიდეოს შექმნა, რაც შესაძლოა კონკრეტული ადამიანების, მათ შორის პოლიტიკოსების საბოტაჟისთვის იქნას გამოყენებული.
დემოკრატების სპიკერის, ნენსი ფელოსისინტერვიუ - მისი გამოსვლის ყალბი ვიდეო უბრალოდ შენელებულია, თუმცა, სოციალური ქსელების ათასობით მომხმარებელმა დაიჯერა, რომ ინტერვიუს დროს ის ნასვამი იყო. ამიტომ ეს ვიდეოც დიფფეიქადიქნა მიჩნეული.
“დიფფეიქი” კიდევ უფრო ართულებს ყალბისდა ნამდვილის გარჩევას. შესაძლოა არც რეალობა დაიჯერო. და თუ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალებით ხილვა არ ნიშნავს სინამდვილეს, ჩნდება კითხვა - შეიძლება თუ არა, deepfake-მადემოკრატია შეასუსტოს?
ყალბ, დიფფეიქვიდეოში კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ “ძალიან უყვარს მანიპულირების პროცესი”.
"როცა ამდენ ადამიანს ვძულვარ, რეალურად, ამაზე არ ვდარდობ, იმიტომ რომ რეალურად მათ გამხადეს იმაზე მდიდარი, ვიდრე ყველაზე ველურ ოცნებაში წარმოვიდგენდი. ჩემმა გადაწყვეტილებამ, დამეჯერებინა Spectre-სთვის, მომცა რეიტინგი და ფანები. თავს იღბლიანად ვგრძნობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მანიპულირების პროცესი", - ამბობს კიმ კარდაშიანი.
ბილ პოსტერსიერთ-ერთია, ვინც deepfake ვიდეოების უკან დგას თავისი პროექტით, სახელწოდებით Spectre Project.
როგორც პოსტერსმათქვა, მან ყალბი ვიდეოები ინსტაგრამზე ფეისბუქის რეაქციის შესამოწმებლად გამოაქვეყნა. სოციალური მედიის პლატფორმაინსტაგრამსსწორედ ფეისბუქი ფლობს.
ზედა წარწერა - ბილ პოსტერსი დაისჯება. ქვედა წარწერა - ბილ პოსტერსი უდანაშაულოა.
ინსტაგრამის და ფეისბუქის ალგორითმმა ყალბ ვიდეოებზე მომხმარებლების წვდომა შეამცირა, თუმცა, ვიდეოების ვირუსულადგავრცელებას ხელი ვერ შეუშალა. ამ ფაქტმა deepfake-ებისგზით დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციური საფრთხე გამოავლინა, რომელიც, მზარდია მანამ, სანამ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორ ებრძოლონ მას.
ავტორიტარული რეჟიმები უკვე დიდი ხანია, დეზინფორმაციის გასავრცელებლად ფოტო მანიპულაციებს იყენებენ. ჯერ კიდევ იოსებ სტალინი ახერხებდა, ფოტოებიდან თავისი მტრები წაეშალა. ახლა კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია, მაგალითად, კომედიანტი ბილ ჰეიდერი მსახიობ ტომ კრუზად იქცეს.
ექსპერტების თქმით, შესაძლოა, დიფფეიქებიდემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანადაციქნას გამოყენებული.
დასავლეთში ექსპერტები მედიის კრიზისზე საუბრობენ, კერძოდ იმაზე, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს, გაეცნოს ახალ ამბებს, ვინაიდან ისინი "ზედმეტად უსიამოვნო და ცუდია". მიუხედავად ამისა, არაინფორმირებული ადამიანები მაინც მონაწილეობენ არჩევნებში, რაც, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში ულტრამემარჯვენე ძალების შესვლით სრულდებოდეს - ასეთი პარტიები სწორედ ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ავივოვადია Thoughtful Technology Project-ისდამფუძნებელია. “ეკონომისტთან” ის ყურადღებას სხვა პრობლემააზეამახვილებს - მისი თქმით, შესაძლოა, დიფფეიქებიპოლიტიკოსებმა თავიანთი დანაშაულების დასაფარად გამოიყენონ. ოვადიაშიშობს, რომ ამის გამო დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს დემოკრატიულ პოლიტიკაზე.
ექსპერტი ამ ფენომენს "რეალობის აპათიას"უწოდებს.
ავივ ოვადია
“შეიძლება კორუმპირებულმა პოლიტიკოსმა თქვას, რომ მისი ესა თუ ინტერვიუ გაყალბებულია და კონკრეტული რამ არასდროს უთქვამს. ეს მიგვიყვანს ისეთ საზოგადოებამდე, როცა ადამიანებს არ ეცოდინებათ, რა დაიჯერონ. რეალობის აპათია არის ის, რომ იმდენად ძნელი იქნება გარკვევა, თუ რა ხდება, რომ მოქალაქეები უბრალოდ დანებდებიან. დემოკრატია არ მუშაობს, თუ ადამიანებს მისი არ სჯერათ”, - ამბობს ოვადია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ deepfake ვიდეოები 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იქნება. შესაბამისი კვლევა ნიუ იორკისუნივერსიტეტმაც გამოაქვეყნა. რამდენიმე შტატმა, მათ შორის კალიფორნიამდა ტეხასმაკი მიიღეს კანონები, რომლითაც დიფფეიქვიდეოები არალეგალური ხდება მაშინ, როცა ისინი არჩევნებში ჩარევისთვის გამოიყენება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დიფფეიქსკიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებენ მაგალითად, “სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც აშშ-ში დესტაბილიზაცია სურთ”. გავრცელდება ვიდეოები, როცა კანდიდატი ამბობს იმას, რაც რეალურად არ უთქვამს და ეს მისი კონკურენტის სასარგებლოდ იმუშავებს.
საუბრობენ საფრთხეზეც, რომ გავრცელდეს სხვა ქვეყნის ლიდერების ან ორგანიზაციების ხელმძღვანელების ყალბი განცხადებები, რამაც შესაძლოა, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ მაინც, პრობლემები შექმნას ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით.
დიფფეიქებისწინააღმდეგ საბრძოლველად ბევრი საშუალება არ არსებობს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ან ორგანიზაცია გამოსავლის მოძებნას ცდილობს. მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კომპიუტერული თამაში შექმნა, რომელიც ადამიანებს დეზინფორმაციის აღმოჩენას ასწავლის.
დოქტორ სანდერვან დერ ლინდენს, რომელიც თამაშების დიზაინერია, სჯერა, რომ ეს ადამიანებს ფაქტების და სიყალბის ერთმანეთისგან გარჩევაში დაეხმარება.
მოთამაშე ყალბი ნიუსის პროდიუსერის როლში იქნება და ეცდება, ააშენოს იმპერია დეზინფორმაციის გავრცელებით. დოქტორი ვან დერ ლინდერიფიქრობს, რომ ეს ადამიანებს დაეხმარება, დეზინფორმაცია რეალურისგან გაარჩიონ. თამაშის მიხედვით, ადამიანები შეძლებენ, ყალბი ამბების წინააღმდეგ მენტალური ანტისხეულები გამოიმუშაონ.
ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავის მხრივ პირობა დადო, რომ ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს ყალბი ინფორმაციის გამოვლენაში დაგვეხმარება. კომპანიამ უკვე გამოყო 10 მილიონი დოლარი და დაიწყო მაიკროსოფტთან თანამშრომლობა, რათა ფეისბუქზე დიფფეიქვიდეოს ამომცნობი გაჩნდეს.
კიდევ ერთმა მსხვილი სოციალური ქსელის, ტვიტერის ხელმძღვანელებმა ასევე განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.
გუგლმა კი გასულ წელს ჩაუშვა ყალბი აუდიოსამომცნობი დეტექტორი. ყალბი ვიდეოს შესახებ გუგლს განცხადება არ გაუკეთებია.
საქართველოს მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ამბობს, რომ მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც მისი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს.
"ჩემმა წარმომადგენელმა, სხვებთან ერთად, მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე კომენტარს მეტს არ გავაკეთებ", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
ტაბულამ შესაბამისი დოკუმენტებისთვის პროკურატურას მიმართა, ასევე, ცდილობს დაკავშირებას განათლების ხარისხის ცენტრთან. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში უწერია, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული.
გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს.
2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.
უწყებაში ამბობენ, რომ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნისმიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.
შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნისმიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთანნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.
2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულია 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.
უწყების ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობისმაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
შსს-ში ამბობენ, რომ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:
ოჯახის წევრი/მშობელი - 53%
დაზარალებული ბავშვი - 8%
სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%
მანდატურის სამსახური - 6%
სკოლა - 4%
მეზობელი - 3%
ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%
არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%
სხვა - 18%
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომსქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავენ. მათ შორის, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა.
"მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.