Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

გახარია: ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიები გაიხსნება

$
0
0

საქართველოს პრემიერმინიტრმაგიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მისი აზერბაიჯაინშივიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი გაიხსნება. 

"მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე ჩვენ აბსოლუტურად ღია საუბარი გვქონდა მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი"- თქვა გახარიამ. 

გახარია ამბობს, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან მისი თქმით, "ეს არის მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი".

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანში გახარიას ვიზიტის წინა დღეს პრემიერისადმიპატრიარქ ილია მეორის წერილი გამოაქვეყნა,რომელიც 1 ოქტომბერითთარიღდება.

წერილში ვკითხულობთ, რომ პატრიარქი დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს, რომ მომლოცველებმა, ტურისტებმა და სასულიერო პირებმა მონასტერში შესვლა შეძლონ. პატრიარქმა დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარის ქმედებები გაუგებარია, რომელთა გამოც მომლოცველებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს უდაბნოსა და ჩიჩხუტურისმონასტრების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები მიმდინარე წლის აპრილიდან დაწესდა. 

14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასტან, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინციდენტამდე ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

ქართული
გიორგი გახარიადავით გარეჯის მონასტერიაზერბაიჯანისაქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიდავით გარეჯიNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>