Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

"ეს არის ცრუ ბრალდება, ვიწყებ ბრძოლას" - ილია ჯიშკარიანი პირველ კომენტარს აკეთებს

$
0
0

ქართული ოცნების დეპუტატი თბილისის საკრებულოში, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პირველ კომენტარს აკეთებს.

ილია ჯიშკარიანმა ინტერპრესნიუსთან თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს, თუმცა მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლიახელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ", - ამბობს ჯიშკარიანი იპნ-სთან.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებდა. მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, დეპუტატი უდანაშაულოა.

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს. რას ყვება თამთა თოდაძე 30 სექტემბრის ღამეზე, როცა, მისი თქმით, ნასვამმა დეპუტატმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

ამ თემაზე დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

ქართული
თამთა თოდაძეილია ჯიშკარიანითამთა თოდაძის საქმექალთა მიმართ ძალადობასექსუალური ძალადობასექსუალური ძალადობის მცდელობაფიზიკური ძალადობათამთა თოდაძის საქმეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles