
სალომე ზურაბიშვილი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებსშეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროდიუსერები: გეილ ენნჰერდი და პოლ თილტგესისაქართველოში ორგანიზაციის "ქალები კინოსა და ტელევიზიაში" (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ.
"ტერმინატორის"და "მოსიარულე მკვდრების"პროდიუსერი გეილ ენნისაერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია.
მათივე ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული.
"მომავალ წელს იგეგმება საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ"- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისიტრაციაში.