
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზეავრცელებს.
პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ "განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი".
მისივე თქმით, ის 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი აშენდებოდა, 2020 წლის სექტემბერში კი "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ".
ივანიშვილი წერს:
"ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.
2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ. ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.
გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხისკვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი", -წერს ივანიშვილი.
მისივე თქმით, "ფონდი "ქართუ" უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონულიამაჩქარებლისპროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა".
ამასთან, მისი მტკიცებით, ფონდი "ქართუ"დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს და ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. ქართუ ფონდის განცხადების მიხედვით, ქუთაისის და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი €1 მილიარდით აფინანსებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 7 წლის წინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუთაისის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის კი მისმა ფონდმა 2016 წლის საარჩევნო პერიოდი შეარჩია.
უნივერსიტეტის პრეზენტაცია დღეს, 18 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო შეტარონშიგაიმართა.
პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი, ასევე პრემიემინისტრიგიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი ქართუს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.