Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ენმ-მ გახარიას მოსმენამდე დარბაზში სიმღერა "გახარიას უხარია"გაუშვა - VIDEO

$
0
0

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში, სადაც ფრაქცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კითხვებს უსვამს, სიმღერა "გახარიას უხარია"გაუშვა. 

„რატომმოხვდა ბავშვებსტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ამ დანაშაულისთვის ხელისუფლებიდან პასუხი. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ განსასჯელის სკამზე, ისინი მთავრობაში გვევლინებიან. და საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით?!

20 ივნისის შემდეგ დაიწყო რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. მელია შიდა პატიმრობაშია, არ აძლევთ კონსტიტუციურ უფლებას იმუშაოს პარლამენტში, ოქრუაშვილი დააკავეთ. გვარამიას მიმართ აღძარით სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2 დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანუკვარი ოცნება", - თქვა რომან გოცირიძემ. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივსუწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

ქართული
სამთვრობო ცვლილებებიგიორგი გახარიაგავრილოვის ღამეგახარიას უხარიასამთვრობო ცვლილებებიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>