Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

The Fast and the Furious-ის გადაღების გამო ნუცუბიძეზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემები იცვლება

$
0
0

თბილისის მერიის ცნობით, ფორსაჟი 9-ის ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს.

უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

კერძოდ:

8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისადა ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევაშეიზღუდება. დათუაშვილისადა ამაშუკელის ქუჩებთანდაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან შესაძლებელი იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. N99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელისქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.

გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისამდე“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც მგზავრებს ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით მეტროსადგურ „დელისამდე“ მიიყვანს.

N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები არ შეიცვლება.

10 სექტემბერს, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.

შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდანჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვისპერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდანჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.

შესაბამისად, 10 სექტემბრის 11:00-დან 20:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე სოფლების: თხინვალასადა ლისიდან როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისადა ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

ამავე დღეს, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგურიდელისი“ განისაზღვრება, რადგან 12-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები ბერიტაშვილის ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას ვერ შეძლებენ. 

ფილმის გადაღებები თბილისში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. 

ქართული
ფორსაჟი 9The Fast and the Furiousთბილისის მერიანუცუბიძის ფერდობიფორსაჟი 9News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles