Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

$
0
0

118 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დადგენილებას, რომლის საფუძველზეც სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება, საბოლოოდ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 

კენჭისყრაში მონაწილეობა ევროპულმა საქართველომაც მიიღო. 

დავით ბაქრაძემ თქვა: 

"დღეს საზოგადოებამ იხილა, რომ ამ დარბაზში პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხმა ძალიან მაღალ დონეს მიაღწია და ჩვენ, სრულიად ევროპული საქართველო სრულიად ვიზიარებთ საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს ბატონ გახარიას პრემიერმინისტრადწარდგენას, მაგრამ საზოგადოების ამავე ნაწილის შედეგად საქართველოში გაჩნდა საარჩევნო სისტემის შეცვლის და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის რეალური პერსპექტივა. ამიტომ ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია და ოპოზიცია ვალდებული ვართ, არ დავუშვათ ამ პერსპექტივიდან უკან დახედა და არ მივცეთ არავის იმის თქმის საბაბი, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ან აკლდება ხმები ამ სისტემაზე გადასვლას. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კენჭისყრაში ვიღებთ მონაწილეობას და ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიმართ". 

20-21 ივნისის ღამის აქციის დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ განაცხადა. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა სწორედ ახლა დაიწყება. 

რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა, წაიკითხეთ აქ. 

ქართული
არჩევნები 2020პარლამენტიდავით ბაქრაძეკენჭისყრაარჩევნები 2020News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>