ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და თქვა, რა არის სინამდვილეში სირცხვილი, მისი აზრით.
"მე მინდა მივუსამძიმრო ნაციონალურ მოძრაობას თავისი დანაყოფით, ყველას ერთად, გავრილოვის რევოლუცია არ შედგა. ვუსამძმრებ. სწორედ არშემდგარმა რევოლუციამ უზრუნველყო ის, გამოიწვია მათი პოსტ ისტერია, რასაც დღეს ვხედავთ, რომ სათქმელი არაფერი აქვს, სტვენაზე გადავიდნენ, "კმარადან" ვერ გამოვიდა ეს ხალხი. "კმარადან"დღემდე ვერ გამოდიან.
გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევევშიდა პატივს ვცემთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.
მინდა, ვუთხრა მათ, რა არის სინამდვილეში სირცხვილი:
- სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება.
- სირცხვილია პარლამენტის მიერ პარლამენტისკენ შტურმის მოწოდება.
- სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება.
- სირცხვილია გავრილოვისრევოლუციის დაგეგმვა, რომელიც აღიკვეთა შემდეგ.
- სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა.
- სირცხვილია ლაპარაკი იმის, რომ აგვისტოს ომით ამოისუთქეს.
- სირცხვილია მათი მხარდაჭერილი რევოზლუციისგაპრავება, თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება.
- სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი ასოლუტურადყველა თემაზე
- სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების და ქონების ჩამომრთმევებისმხრიდან მორალზე ლაპარაკი.
- სირცხვილია, ოკუპაციას და მის შედეგებს უპროტესტებდექართულ იცნებასდა თავად იყო ნაციონალური მოძრაობა.
- და ნაცანიონალურიმოძრაობაა მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის. და სანამ ის იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი ხელისუფლების, მანამ ეს სირცხვილი იქნება ჩვენ ქვეყანას, სამწუხაროდ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა, დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განიხილება.
ელენე ხოშტარია რამდენიმე აქტივისტთან ერთად სხდომაზე სტვენით შევიდა და დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები გააპროტესტა.
სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს.
ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.
შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.
"ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს და პროგრამას პარლამენტში ის დღეს წარადგენს.
ქართული ოცნების ამ განხცხადებისპარალელურად პარტიის ოფისთან აქცია"სირცხვილია"მიმდინარეობს.
ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციოაქცია სირცხვილია იმართება - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.