
საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოყო. დაგეგმილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა მთავრობამ 3 მაისის განკარგულებით მოიწონა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადა.
- 694 000 ლარიდან, 73 000 ლარი გამოიყო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენების მოსაწყობად.
- ასევე, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს გადაეცა 141 000 ლარი - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ თანხით 12-13-14 მაისს საერთაშორისო კონფერენცია უნდა ჩაატაროს.
გამყოფილი თანხიდან 480 000 ლარი განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს გადაეცა - უწყება შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოებისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველ 50 000 ბროშურას და 50 000 ხატს დაბეჭდავს. საკონსულოები ბროშურებს და ხატებს ემიგრანტებს დაურიგებენ.
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დარიგდება ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 000 ბროშურა და 150 000 ხატი.
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისში და რეგიონებში მოაწყობს ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციების გამოფენას "საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და წმინდანი ქალების როლი"და ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებს ლექციებს.
- დააფინანსებს სპექტაკლებს, მხატვრული კითხვის საღამოებს, ფოლკლორული ანსამბლის ტურნეებს, კინოჩვენებებს, საჯარო ლექციებს.
- მახათას მთაზე გაიხსნება საზეიმოდ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. წირვის შემდგომ ფუნიკულიორზე გაიმართება საზეიმო მიღება. ამ ღონისძიებისთვის მთავრობას 304 852 ლარი აქვს გამოყოფილი.
ქართული
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისაქართველოს მთავრობასარეზერვო ფონდიღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეNews ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text