Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის "ოცნების"კანდიდატს ღია დებატებში იწვევს 

$
0
0

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ქართული ოცნების კანდიდატი გეგა შენგელია დებატებში გამოიწვია. 

როგორც რულოვსი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, შენგელიას მოუწოდებს მას ანაკლიის ამფითეატრში შეხვდეს.

"ეს ადგილი არის ივანიშვილის მიერ გაჭირვებული საქართველოს სიმბოლო. აქვე უნდა ყოფილიყო ქალაქი ლაზიკა. პროექტი, რომელიც ჩემმა მეუღლემ წამოიწყო მაგრამ გაჩერდა. იქ უნდა ყოფილიყო ასი ათასი სამუშაო ადგილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ლაზიკა დღეს უკვე იქნებოდა მთელი ზუგდიდის, რეგიონის და ქვეყნის განვითარების გასაღები. ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს. ხელისუფლებამ რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. მათ პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. სწორედ ამიტომ "ოცნების"კანდიდატს ვთავაზობ გავმართოთ ღია საუბარი ხალხთან, ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში. აი აქ ამ გაჭირვებულ ამფითეატრში, სადაც ჩვენთან ერთად ზუგდიდელები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში. გამოთქვამენ თავის წუხილებს და სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია!",- ამბობს რულოვსი.

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.  

ქართული
სანდრა რულოვსიგეგა შენგელიაზუგდიდის მერის არჩევნები 2019ზუგდიდის მერის არჩევნები 2019News ItemVideoპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>