
შრი-ლანკაში ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როცა სამივე აბრაამულირელიგიისათვისმნიშვნელოვანი პერიოდი იყო: წინა ღამეს, მუსლიმები "ლაილათალ-ბარა’ათ"-ს აღნიშანავდნენ (ეს არის ღემისთევითლოცვა). დასავლური კალენდრის ქრისტიანები - რომის კათოლიკეები, ანგლიკანები და პროტესტანტები - აღდგომას ზეიმობდნენ, ხოლო ებრაელები პასექის დღესასწაულს.
აფეთქებილიასასტუმროები და ეკლესიები. დაღუპულია 290 ადამიანი, დაშავებულია 500-ზე მეტი.
ასე მოხშირებული ტერორისტული თავდასხმები სხვაგან კიდევ ერთხელ გვახსენებს, ჯერ კიდევ გრძელი გზა გავაქვსგასავლელი, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია ჯეროვნად დააფასებს ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლის ხელშეუხებლობას. ახლა კი ის უნდა ვიცოდეთ, რომ არავინ არსად დაცულები არა ვართ მსგავსი ძალადობისაგან. რელიგიური და სხვა ნიშნით ძალადობა ხდება ყველგან: იქნება ეს ქრისტიანული ახალი ზელანდია, ბუდისტურ შრილანკათუ მუსლიმური ერაყი.
უფალმა ნათელში ამყოფოს ყველა სიძულვილის მსხვერპლი შრი-ლანკაში და ანუგეშოს ჩვენი რომის კეთოლიკედა სხვა რელიგიების აღმსარებელი დები და ძმები, რომლებიც სიძულვილის სამიზნეებად იქცნენ შრილანკაში. ჩვენ ყველგან გვჭირდება მტრობისა და სიძულვილის კედლების მოშლა.