Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

აფგან მუხთარლის ცოლის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

$
0
0

აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევასინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მუსტაფაევა ამის შესახებ ფეისბუქზე წერს:

"აფგანმუხთარლისჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სასტიკად სტკივა თვალები, გართულებულია ურინარული (შარდ-სასქესო) სისტემის მდგომარეობა. იტანჯება სისხლის მაღალი წნევით და დიაბეტის მეორე ტიპით. ციხის ექიმებს ის ჯერაც არ გაუსინჯავთ", - წერს მუსტაფაევა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომსაქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

ქართული
აფგან მუხთარლის გატაცებააფგან მუხთარლიაფგან მუხთარლის გატაცების საქმეაფგან მუხთარლის საქმეაზერბაიჯანიგიორგი კვირიკაშვილილეილა მუსტაფაევააფგან მუხთარლის გატაცების საქმეNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>