Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 83% უჭერს, NATO-ს წევრობას - 78%

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. 

  • ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი გამოკითხულთა 83%-სთვის მისაღებია.
  • 9%-სთვის მიუღებელია; 
  • 7%-მა არ იცის; 

NATO-ს წევრობა: 

  • მისაღებია - 78%, 
  • მიუღებელია - 13%
  • არ იცის - 9%;

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

ქართული
NDI-ის კვლევანატოევროკავშირიNATOEUNDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>