
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია - ეს პასუხი 51%-მა პირველ ადგილზე მიუთითა.
- 38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;
- 37%-ის აზრით - ფასების ზრდა/ინფლაცია;
- 27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;
- 25% - პენსიები;
- 18% - ხელფასები;
NDI მიუთითებს, რომ ეს ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.
ქართული
NDI-ის კვლევასამუშაო ადგილებიპენსიებიხელფასებისიღარიბეტერიტორიული მთლიანობაინფლაციაფასების ზრდაNDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text