Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

რეკომენდაცია თუ აკრძალვა - კალაძე ნაძვის ხესა და სარალიძეზე 9 ნოემბერს და დღეს

$
0
0
ქართული
ხორავას ქუჩის საქმეკახა კალაძეზაზა სარალიძენაძვის ხეხორავას ქუჩის საქმეNews ItemDuelპოლიტიკაFull widthNoBefore article textკახა კალაძე/კახა კალაძე

მერიამ კანონით დადგენილი წესით აცნობა ზაზა სარალიძეს, რომ დეკემბრის თვეში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები. წერილში პირდაპირ არის მოცემული, რომ პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია. საუბარია 15 დეკემბერზე. სხვა ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბრის ბოლო დღეებში. რადგან საუბარი იყო 15 დეკემბერზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა მერიის წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი. თანაც, მერიის პრეროგატივა არ არის ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება თუ აკრძალვა, მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია ამ საკითხზე, რომელსაც ორგანიზატორი გაითვალისწინებს თავისი სურვილიდან გამომდინარე

მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია, დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის


Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>