Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მერია: ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად

$
0
0

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მერიაში ამბობენ, რომ დეკემბერში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.

მათი თქმით, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. 

მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად, ტრადიციულად  იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოსაქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში - აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.

დედაქალაქის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩადდა ადამიანების დასაპირისპირებლად",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. პოლიციასთან მომხდარი ერთერთიდაპირისპირებისას, ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. გუშინ მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას"გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოსბრიგადამ გადაიყვანა.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძისმხარდასაჭერად, პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორები თბილისის მერიას მიმართავენ - "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს".

 

ქართული
აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერადთბილისის მერიათბილისის მერიამერია: ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩადNews ItemპოლიტიკაFull widthNo Inside article (replacing [gallery] placeholder)

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>