Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე პირველი ბრძოლა მოიგო

$
0
0

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გაზაფხულის ბაშოზე პირველი ბრძოლა მოიგო. მან იაპონელი მებრძოლი, ტაკარაფუჯი დაამარცხა.

ჰარუ ბაშო, ანუ გაზაფხულის ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება. თითოეული სუმოისტი 15 ბრძოლას ჩაატარებს. ჩემპიონობისთვის ტოჩინოშინს ყველაზე მეტ ბრძოლაში გამარჯვება დასჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე ტრავმით ჭიდაობს. რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მას ბარძაყის კუნთი გაუწყდა. 

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა ზამთრის შეჯიბრი, ჰაცუ ბაშო იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა. 

ჰაცუ ბაშოს შემდეგ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა.  ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. მთლიანობაში ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

ქართული
ლევან გორგაძელევან გორგაძე (ტოჩინოშინი)ტოჩინოშინიჰარუ ბაშოსუმოსუმოNews ItemპოლიტიკასპორტიFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles