
საგანგებო სიტუაციების სამსახური საქართველოში 9-10 მარტის ქარის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცლებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 9 მარტის 16:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათის ჩათვლით, სტიქიის შესახებ 300-ზე მეტი ზარი შევიდა. მათგან 224 თბილისში, ხოლო 93 რეგიონებში.
სტიქიის შედეგები ასეთია:
- თბილისი - დაზიანდა 68 საცხოვრებელი სახლი, 81 - ხე, 9 - გარე განათების ბოძი, 53 - ელექტროსადენი, 11 - ავტომობილი, 9 - გაზის ცენტრალური მილი, 11 - სარეკლამო ბანერი;
- შიდა ქართლი - დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
- მცხეთა - მთიანეთი - დაზიანდა 2 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
- აჭარა - ქედაშიჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლი;
- გურია - ლანჩხუთში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
- კახეთი - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
- იმერეთი - წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; სამტრედიაში, სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიაში, სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქართული
ქარისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიქარიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text