
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში მოქმედი საფოსტო და საკურიერო საქმიანობის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მოსახლეობამ 1 336 400 ამანათი და 5 249 600 წერილი გააგზავნა.
2016 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალმა 53,0 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 67,8%-ს შეადგენს, ხოლო 32,2% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 43,0% ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 80,1% საერთაშორისო გზავნილებიდან არის მიღებული, ხოლო 19,9% - ადგილობრივი გზავნილებიდან.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 28,8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 41,3% საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 58,7% - ადგილობრივი გზავნილებზე ნაწილდება.