
31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ევროსთან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით ერთი ევროს ღირებულება 3.036 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსს 2.6 თეთრით აღემატება.
დღესვე ლარი დოლართანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.61 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსს 2.6 თეთრით აღემატება.
ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს, რადგანაც კურსზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებს პოზიტიური დინამიკა აქვთ:
"რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობაც მაღალი იქნება", - ამბობს მესტვირიშვილი.
დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წლის 22 დეკემბერს იყო,