Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

თბილისში, ჩემპიონატის პარალელურად მომხდარი ჩხუბისას 4 სპორტსმენი დაჭრეს

$
0
0

თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ძალისმიერ სამჭიდში[ე.წ. შტანგის სახეობა] მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სპორტსმენებს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც დერეფანში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც ტაბულას ევროპული საქართველოს დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი წასიძემ მიაწოდა ინფორმაცია, დაპირისპირების შედეგად 4 სპორტსმენი დაიჭრა, დამნაშავეებმა კი გაქცევა შეძლეს.

შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.

როგორც წასიძემ ტაბულას უთხრა, ორი სპორტსმენი მუცლისა და კისრის არეშია დაჭრილი, დანარჩენ ორს კი მსუბუქი ჭრილობები აქვთ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საიდანაც ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ.

ქართული
დაჭრადაჭრაNews ItemპოლიტიკაკრიმინალიFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>