
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი „გაურკვეველი მიზეზებით“ დაიბლოკა და საიტზე აღარ დევს.
“ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
ხსენებული ჩანაწერი საპატრიარქომ 23 ივნისს გაავრცელა.
ქართული
საპატრიარქოჩანაწერიმამალაძეილია მეორეპატრიარქიე.წ. ციანიდის საქმეNews ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text