
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე პატრიარქს შეხვდნენ. ქართული ოცნების დეპუტატებს შეხვედრის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე საათის წინ აღნიშნა, რომ "რაც ბრძანა პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა". ეკა ბესელიას თქმით კი, "ეს საინტერესო იდეაა".
ცნობისთვის, გუშინდელი ქადაგებისას, ილია მეორემ თქვა,რომ "კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში".
ქართული
საკონსტიტუციო მონარქიაილია მეორეირაკლი კობახიძესაკონსტიტუციო მონარქიაNews ItemპოლიტიკარელიგიაFull widthNoBefore article text