
2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $403 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება
- აზერბაიჯანი - $97 მილიონი, კლება წინა წელთან 30%
- თურქეთი - $82 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%
- დიდი ბრიტანეთი - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 81%
- გაერთიანებული საემიროები - $39 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3800%
- კვიპროსი - $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 214%
- ნიდერლანდები - $20 მილიონი, წლება წინა წელთან 5%
- აშშ - $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 77%
- მალტა - $14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 100%
- პანამა - $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან 300%
- დანარჩენი ქვეყნები - $22 მილიონი, კლება წინა წელთან 79%
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ პირველ კვარტალში $141 მილიონი ჩაიდო. შემდეგ ადგილზეა უძრავი ქონება - $80 მილიონი.
უმსხვილესი საინვესტიციო სექტორების რეიტინგი და ამ სექტორებში ჩადებული ინვესტიციების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $141 მილიონი, კლება წინა წელთან 31%
უძრავი ქონება - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 280%
საფინანსო სექტორი - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%
მშენებლობა - $56 მილიონი, ზრდა წინა წელთან 184%
სასტუმროები რესტორნები - $16 მილიონი, კლება წინა წელთან 16%
სამთომომპოვებელი მრეწველობა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
ენერგეტიკა - $7 მილიონი, კლება წინა წელთან 83%
საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.