
ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი დასრულდა. თანამშრომლებს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ტაბულას წყაროს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გადადგა. მისივე ცნობით, ტელეკომპანიის კოლექტივის ნაწილი გვარამიასთან დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე კვირაა რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, 31 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თუ რუსთავი 2-ში ფინანსური პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა.
ქართული
რუსთავი 2ნიკა გვარამიატელეკომპანიარუსთავი 2News ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text