Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

კომიტეტმა ევროპული საქართველოს პროექტს დევნილთა შემწეობის ზრდაზე მხარი დაუჭირა

$
0
0

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარტია ევროპული საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიხედვითაც დევნილებისთვის შემწეობა 45-დან 60 ლარამდე გაიზრდება. ამავდროულად, ცვლილებების შედეგად დევნილისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა აღარ გამოიწვევს მისთვის დევნილის შემწეობის გაუქმებას, რის გამოც ათასობით დევნილი შემწეობას ვერ იღებს.

ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ 31 ათასი დევნილი სოციალურ დახმარებას იღებს, რის გამოც მათ დევნილობის შემწეობის უფლება აღარ აქვთ. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტს მხარს დაუჭერს ამ პირებს დევნილის შემწეობის მიღების საშუალება გაუჩნდება.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად საქართველოში 273, 400 დევნილია რეგისტრირებული. ამ დევნილებიდან შემწეობას 224 ათასი პირი იღებს.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტით თვეში 1250 ლარიდან 1500 ლარამდე იზრდება შემოსავლის მოცულობა, რომელზე მაღალი შემოსავლების შემთხვევაშიც დევნილი სახელმწიფო შემწეობას კარგავს.

ევროპული საქართველოს გათვლებით, დევნილთათვის შემწეობის 15-ლარიან ზრდას წელიწადში 40 მილიონი ლარი დასჭირდება. სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის დევნილობის შემწეობის მინიჭება კი ბიუჯეტს წელიწადში 70 მილიონი ლარი დაუჯდება.

ჯანდაცვის კომიტეტმა დევნილთა შემწეობის ზრდის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ქართული
ევროპული საქართველოდევნილების დახმარებაევროპული საქართველოNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>