
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო განხილვა კიდევ 20-ჯერ გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
"საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება რეგიონებში. შეხვედრები შედგება ათ სხვადასხვა რაიონში, მუნიციპალიტეტში. ეს სხვადასხვა კრიტერიუმით არის შერჩეული. ასევე, თბილისში გაიმართება ათი შეხვედრა რაიონების მიხედვით", - ამბობს კობახიძე.
კობახიძისვე თქმით, განხილვები კერძოდ ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულსა და ახალქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგში, მესტიაში და თბილისში გაიმართება.
ქართული
საკონსტიტუციო ცვლილებებიირაკლი კობახიძექართული ოცნებაკონსტიტუციასაკონსტიტუციო ცვლილებებიNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text