
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში ბომბის ჩამოგდება ძალიან წარმატებულ მისიად შეაფასა და სამხედრო ძალები შეაქო.
"ეს იყო კიდევ ერთი ძალიან, ძალიან წარმატებული მისია",-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის სამიზნე პაკისტანის მიმდებარედ, ნანგარაჰარის პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის გვირაბები და მებრძოლები იყო. ბომბს, რომელიც აშშ-მა ავღანეთში გამოიყენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია სახელწოდებით, GBU-43/B MOAB, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "ყველა ბომბის დედა".
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ზომის არაბირთვული ბომბი აქამდე არ გამოუყენებია.
ნანგარაჰის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური რეგიონია.
ქართული
დონალდ ტრამპიაშშე.წ. ისლამური სახელმწიფოტერორიზმიავღანეთიარაბირთვული ბომბიყველა ბომბის დედატერორიზმიNews ItemპოლიტიკამსოფლიოFull widthNoBefore article text