ვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $112 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია. ჯამში კი იანვარ-თებერვალში ფულადმა გზავნილებმა $290 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.
ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.
ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც იანვარ-მარტში $95 მილიონი გადმოირიცხა, $31 მილიონით მეორე ადგილზე აშშ იმყოფება.
2017 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:
- რუსეთი - $95 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
- აშშ - $31.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%
- საბერძნეთი - $30.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
- იტალია - $30.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
- თურქეთი - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
- ისრაელი - $22.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49%
- ესპანეთი - $7.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
- გერმანია - $7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
- უკრაინა - $5.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
- აზერბაიჯანი - $3.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 32%
ქართული
ფულადი გზავნილებირუსეთითურქეთიუკრაინააზერბაიჯანიაშშეროვნული ბანკიფულადი გზავნილებიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text