Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

გარემოს დაცვის სამინისტრო ჭიაკოკონობაზე: არ დაწვათ საბურავები და პლასტიკური მასალა

$
0
0

გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.

"საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ,  შედეგად  გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს", - აცხადებს უწყება.

ქართული
ჭიაკოკონობაგარემოს დაცვის სამინისტროჭიაკოკონობაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>