
მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურაახლა დავით ბაქრაძის ინტერვიუსგაბუნიასთან, თითქოს დათომ მოიტყუა - მოღალატეები არ მითქვამსო. პარტიის ნაწილი და თავად ბატონი მიხეილი პირადად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს.
ამ ფონზე საუბარი ურთიერთპატივისცემით ყრილობის ჩატარებაზე არის შეუძლებელი. (ურთიერთპატივისცემამ გამახსენა ბლანჟეიანები, პეროიანები, ახირებულები და მსგავსი ეპითეტები). კარგია, ბატონო მიხეილ თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი მოწოდებები აზარალებს პარტიას და ყრილობის ატმოსფეროს და იმედი მაქვს, ახლა შეცვლით ამ დამოკიდებულებას და მოუწოდებთ პარტიის ერთ ნაწილს - შეწყვიტოს ბინძური კამპანია.
ასევე ყრილობის ცივილიზებულად ჩატარებას სჭირდება წესების დაცვა, რომლებსაც არღვევს "კომიტეტი".
ბატონი დავითის დადანაშაულებას ჯობია, ყველა დაფიქრდეთ, რამხელა ზიანს აყენებს თქვენი კამპანია პარტიას და ქვეყანას და მართლაც დავბრუნდეთ ცივილიზებულ ჩარჩოებში.