ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით დღეს 2 თეთრით გამყარდა. ერთი დოლარის ღირებულება დღეს 2.75 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 2.6 თეთრით გამყარდა. ევროს ღირებულება 2.87 ლარი გახდა.
ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.
ქართული
ლარის კურსიეროვნული ბანკილარის კურსიNews ItemპოლიტიკაეკონომიკაFull widthNoBefore article text