Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მაკკეინი: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მედიის არსებობის შეზღუდვას ჰგავს

$
0
0

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, "ამერიკის ხმასთან"ინტერვიუში, რუსთავი 2-ის საქმეზე ისაუბრა. სენატორის თქმით, რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესები ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს.

"ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას",- აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.

მაკკეინის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის თავისუფალი მედიის მნიშვნელობა ერთ-ერთი უმთავრესია ფაქტორია. 

"როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს",- ამბობს ამერიკელი სენატორი.

ჯონ მაკკეინი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს პლურალისტული მედია.

"კეთილგანწყობით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი", - ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.

ქართული
რუსთავი 2-ის საქმეჯონ მაკკეინიაშშრუსთავი 2-ის საქმეNews ItemპოლიტიკამსოფლიოFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>