Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

სასამართლო ადასტურებს, რომ ილია ჯიშკარიანის პროცესი საავადმყოფოში გაიმართება

$
0
0

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას დაუდასტურეს, რომ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში"იმსჯელებს.

პრესსამსახური ამბობს იმასაც, რომ სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.

რამდენიმე წუთის წინ ეს ინფორმაცია უცნობი იყო და არც სასამართლოში იცოდნენ, სად გაიმართებოდა სხდომა. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ შესაბამისი მოთხოვნა ჯიშკარიანის ადვოკატმა დააყენა.

აღკვეთის ღონისძიების განხილვა 12:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ყოფილი თანამშრომელი, თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.

ქართული
თამთა თოდაძის საქმეთამთა თოდაძეთბილისის საქალაქო სასამართლოთამთა თოდაძის საქმეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>