
აღსანიშნავია, რომ შავაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველთა თავდაპირველ სიაში მოხვდა, სადაც 50 ადამიანი იყო, თუმცა შემდეგ საფეხურზე ვერ გადავიდა.
ფეისბუქ პოსტი მან უკვე წაშალა. აღარ იძებნება არც ის გვერდი, სადაც ანალოგიური და სხვა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერა. თუმცა, ტაბულამ მოახერხა ე.წ. სქრინშოთებისშენახვა.
მაგალითად, უვადო მოსამართლეობის მსურველი თამთა თოდაძის შესაძებ ასევე წერს:
"არის ასეთი კატეგორიის ქალები, იღგზნებიანგინებით, ცემით, ფურთხებით, ძალადობით, მაგრამ თუ არ მიიყვანა კაცმა საქმე ბოლომდე, ვაი იმის ტყავის ბრალი, ეგრევე პროკურატურის პასაჟირია".
პაატა შავაძე გამოირჩევა შეურაცხმყოფელი კომენტარებით ეკა ბესელიას მიმართაც.
მას შემდეგ, რაც მისი კომენტარები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ადვოკატმა პოსტი ნაციონალურ მოძრაობას მიუძღვნა და დაემუქრა."ნაცხროვა!! ხელისუფლებაში რომ იყავით მაშინაც კურკლებიგაგდიოდათ უკანალებიდანჩემი სახელის ხსენებაზეც და ახლა ხომ საერთოდ მიგაფარჩაგებთ!! თქვენი შეშინებული პაატა შავაძე დაწყევლოსუფალმა!! პირი არ დამაღებინოთთორემ უფრო ადრე დაგამთავრებთვიდრე ამას გახარია შეგპირდათ!! ჩაკვდითთქვენ ცოცხალ-მკვდრებო!!", - წერს შავაძე.
გარდა ამისა, შავაძის ფეისბუქ გვერდის დათვალიერების შედეგად ჩანს, რომ ის ქართული ოცნების ღია მხარდამჭერია. უვადო მოსამართლეობის მსურველი აქტიურად აზიარებს თანამდებობის პირებისა თუ მმართველი პარტიის დეპუტატების ფოტოებს. ბიძინა ივანიშვილის "ერის წინამძღოლსა"და "ლიდერს ლიდერთა შორის"უწოდებს. პაატა შავაძის აზრით, "ლიდერი ლიდერთა შორის"არის სასამართლოს ე.წ. კლანის წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, ასევე, სერგო მეთოფიშვილი.
საქართველოს კანონმდებლობით, საადვოკატო საქმიანობისთვის აუცილებელია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ანუ, თუ პირს წევრობა შეუწყდება, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობაც.
ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა კი შესაძლებელია პირადი განცხადების, ეთიკის კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია: გაფრთხილება; საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა, რაც საადვოკატო საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებიც, რაც შეიძლება იყოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ტაბულასთანამბობს, რომ პაატა შავაძის წინააღმდეგ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას აუცილებლად მიმართავს.
ტაბულამ სცადა კითხვები დაესვა ასოციაციის თავმჯდომარისთვისაც, თუმცა დავით ასათიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის პაატა შავაძის განცხადებებს მხოლოდ ფეისბუქით გამოეხმაურა და მათ "შეუფერებელი"და "რიგ შემთხვევაში სკარბეზული"უწოდა.
ასათიანმა აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაცია 5000-მდე წევრს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მსოფლმხედველობა, ფასეულობები და შეხედულებები გააჩნიათ და "ამა თუ იმ წევრის მიერ გაკეთებული განცხადება არ შეიძლება გაიგივებულ იქნას ადვოკატთა კორპუსის პოზიციასთან".
"მოვუწოდებ ასოციაციის თითოეულ წევრს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საზოგადოებისთვის მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რადგან თუნდაც ერთი ადვოკატის არაკორექტული მოქმედება დიდ ზიანს აყენებს კოლეგების რეპუტაციას და სრულიად იურიდიული პროფესიის იმიჯს, რომლის შემდგომ გაუმჯობესებაზე ასოციაცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს", - წერს ასათიანი.
ტაბულამ ასოციაციის პრესსამსახურს ჰკითხა, უპასუხებდა თუ არა ასათიანი კითხვებს და მისი აზრით, უნდა შეუჩერდეს თუ არა პაატა შავაძეს საადვოკატო საქმიანობის უფლება. პრესსამსახურში ამბობენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ეთიკის კომისიამ უნდა მიიღოს და ამ თემაზე ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება ზეწოლად შეიძლება იქნეს აღქმული.
რაც შეეხება პაატა შავაძეს, ტაბულამ მასთან დაკავშირებაც სცადა. ადვოკატმა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველმა სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო, საიდან ვურეკავდით, ტელეფონი გათიშა.
----
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას"მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

პაატა შავაძე სერგო მეთოფიშვილის შესახებ, რომელიც სასამართლოს ე.წ. კლანის წევრია
პაატა შავაძე დიმიტრი გვრიტიშვილის შესახებ, რომელიც სასამართლოს ე.წ. კლანის წევრია
პაატა შავაძე დეპუტატ ეკა ბესელიას შეურაცხმყოფელ პოსტს აზიარებს
პაატა შავაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველის პოსტი ქართული ოცნების დეპუტატების შესახებ
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველის პოსტი გიორი გახარიას შესახებ, გავრილოვის ღამის შემდეგ
პაატა შავაძე ლევან მურუსიძის შესახებ, რომელიც სასამართლოს ე.წ. კლანის წევრია
პაატა შავაძე დიმიტრი გვრიტიშვილის შესახებ, რომელიც სასამართლოს ე.წ. კლანის წევრია
პაატა შავაძე თამთა თოდაძის შესახებ
პაატა შავაძე თამთა თოდაძის შესახებ
პაატა შავაძე თამთა თოდაძის შესახებ
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველის ფეისბუქ გვერდი