Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ნინო წილოსანი იმ შეწყალების კომისიის დათხოვნას ითხოვს, რომელიც აღარ ფუნქციონირებს

$
0
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის აზრით, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს შეწყალების კომისია, "რომლის დაუდევრობითაც", სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის ბიჭისა და პოლიციელის მკვლელები შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

“პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს მთლიანად კომისია, რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში”,- დაწერა წილოსანმა Facebook-ში.

ქართული ოცნების დეპუტატმა მოგვიანებით პოსტი ჩაასწორა და "მთლიანად კომისიის"ნაცვლად, "ის (კომისია) ადამიანები"დაწერა. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა, შეწყალების კომისია დაიშალა. 2019 წლის მარტში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში უნდა გადავიდეს. ზურაბიშვილმა გააკრიტიკა შეწყალების ის პრაქტიკა და "მასობრივი შეწყალებები", რომელიც, მისი თქმით, წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა.

თუმცა, მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ, კრიტიკის ობიექტი თავად სალომე ზურაბიშვილი გახდა. 28 აგვისტოს მან 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის"ინიციატივით გამოვიდა.

ქართული
პრეზიდენტის შეწყალებანინო წილოსანისალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტის შეწყალებაNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>