
პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.
ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.
"მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, მომესმინა ჯერ და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენებაცგამეკეთებინა. ხომ არ შეიძლება, მარტო შენ გდებდნენბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე. მე მაქვს სათქმელი, რომ ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ეს მაქვს სათქმელი", - თქვა მან.
"თქვენი მეუღლე არის მწამებელი და მიიღებთ პასუხს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა და გავაკეთო მოხსენება", - მიმართა მან ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს.
"არ წავალ, ეს არის თქვენი დემოკრატია?".
ირმა ინაშვილთანერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართება, იმყოფება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა.