Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

საპატრიარქოს ტელევიზიას უკვე ახალი დირექტორი ჰყავს

$
0
0

საჯარო რეესტრის ბიზნეს რეესტრში უკვე გამოქვეყნდა საპატრიარქოს ტელევიზიის მფლობელის, საქართველოს საპატრიაქროს გადაწყვეტილება ტელევიზიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ ტელევიზიას ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე უხელმძღვანელებს. 2010 წლიდან 2017 წლის 10 მარტამდე ტელევიზიის დირექტორი მეუფე პეტრე ცაავა იყო.

დირექტორის ცვლილების გადაწყვეტილებაფოტო: enreg.reestri.gov.ge

დღესვე დირექტორის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქოს საიტზეც გამოქვეყნდა. 

გუშინ ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საპატრიარქოს "უმროჩილესად თხოვდნენ"დირექტორის თანამდებობაზე პეტრე ცაავას დატოვებას. 

"უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთსულოვნების“ თანამშრომლები ავრცელებენ.

ქართული
სინოდისაპატრიარქოერთსულოვნებაპეტრეცაავამიტროპოლიტისაპატრიარქოს ტელევიზიაNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>