მე მესმის, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მოსამართლეების სიამ. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას პატიმრობა დაუსწრებლად. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში, საქმით აჩვენებს სინანულს ან აქვს სურვილი რომ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში, მე მგონი ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მგონი სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ დავალებები. სადავო საკითხია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.
ქართული
ირაკლი ღარიბაშვილისასამართლოირაკლი ღარიბაშვილიNews ItemVerbatimპოლიტიკაFull widthNoBefore article text