Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

კლინიკაში, სადაც ძგიდის ოპერაციამდე კაცი დაიღუპა, სანებართვო პირობების დარღვევა დადგინდა

$
0
0

კლინიკას, რომელსაც 40 წლის კაცმა ცხვირის ძგიდის ოპერაციისთვის მიმართა და დაწესებულებას, სადაც ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, სანებართვო პირობების დარღვევა დაუდგინდა.

საუბარია ხუჯაძე-გოგნიაშვილისკლინიკაზე, რომელშიც ირაკლი კობიაშვილის ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ანესთეზიის შემდეგ, ის კომაში ჩავარდა. სანებართვო პირობების დარღვევა დაუდგინდა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკასაც, სადაც კობიაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ორივე კლინიკის წინააღმდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს გარდაცვლილის ცოლმა, ნინო გოგინაშვილმა მიმართა. გარდა ქმრის დაღუპვის საკითხის შესწავლისა, გოგინაშვილი ითხოვდა სააგენტოს შეესწავლა რამდენად იცავენ კლინიკები სანებართვო პირობებს.

უწყების პასუხები ჯერჯერობით მხოლოდ ამ უკანასკნელ საკითხზეა ცნობილი. გაირკვა, რომ ორივე დაწესებულება არღვევს სანებართვო პირობებს. კერძოდ, ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დარღვეულია შემდეგი 7 მოთხოვნა:

  • არანაკლებ ერთი ბოქსირებულიპალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის
  • ​სავენტილაციოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულპალატაში, ფთიზიატრიულდა ინფექციურ განყოფილებაში წნევათასხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან
  • ნოზოკომიურიინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
  • კლინიკური ტრანსფუზიოლოგიისსერვისის უზრუნველყოფა
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება
  • რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა
  • სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა, რომლის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

რაც შეეხება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას, აქ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისადა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა შესახებ დადგენილების სამი მოთხოვნის დარღვევა გამოვლინდა:

  • ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე – არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)
  • ნოზოკომიურიინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
  • ოფთალმოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს: 1) საოპერაციო, 2) მოწყობილობა ანესთეზიისათვის - კლინიკის შემთხვევაში, დარღვეულია პირველი პუნქტი.

ორივე კლინიკის საქმეზე სააგენტომ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარით.

რაც შეეხება ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების საქმეს, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ მოკვლევა გრძელდება. როგორც ტაბულას უწყების კონტროლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა უთხრა, კლინიკებიდან დოკუმენტაცია უკვე ამოღებულია და გაგზავნილია დარგის სპეციალისტებთან ოტორინოლარინგოლოგიისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის პროფილით.

"დასკვნების წარმოდგენის შემდეგ გვექნება საშუალება ვიმსჯელოთ შესწავლის შედეგებზე. დოკუმენტაცია საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ ზუსტი ვადების თქმა არ შეგვიძლია. ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ უმოკლეს ვადაში გვექნება დარგის სპეციალისტების დასკვნები", - ამბობს ინგა პაიჭაძე ტაბულასთან.

40 წლის ირაკლი კობიაშვილი კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, თუმცა, დაწყებამდე, ანესთეზიაზეგამოვლენილი ალერგიული რეაქციის შემდეგ, დაგეგმილი ოპერაციიდან მე-11 დღეს გარდაიცვალა. შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მისმა ცოლმა საქმის გამოძიების მოთხოვნით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა. ნინო გოგინაშვილის ძირითადი პრეტენზია ეხება ალერგიაზე სინჯის არ აღებას და მალამპატისმესამე ხარისხის მიუხედავად, სპეციალური აღჭურვილობის არ გამოყენებას

ირაკლი კობიაშვილის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ქართული
ირაკლი კობიაშვილიხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაალადაშვილის კლინიკანინო გოგინაშვილისამედიცინო რეგულირების სააგენტოინგა პაიჭაძეირაკლი კობიაშვილიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>