Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ბახტაძე და თალაკვაძე გუგუტიანთკარში გვიან ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ

$
0
0

მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე სოფელ გუგუტიანთკარში გუშინ გვიან ღამით ჩავიდნენ და აქ მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრნენ. 

ვიზიტი ჟურნალისტებს არ გადაუღიათ, ინფორმაცია და ფოტოები პრესსამსახურმა დილის 01:30-ზე გაავრცელა. 

"მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ", - თქვა მამუკა ბახტაძემ მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას.

პრემიერის პრესსამსახურისვეცნობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარშიმცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა ბახტაძეს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის  პრემიერს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა. 

პრესრელიზში ნათქვამია, რომ მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება.

"ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში  ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება  სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ  გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითადა ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, მისი თქმით, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა. ხაზი გაუსვა სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენის მნიშვნელობას. 

"სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება.  ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია", - თქვა ბახტაძემ პრესსამსახურის ცნობით. 

გუგუტიანთკარშიშეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად ჩავიდნენ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".

ქართული
რუსული ოკუპაციაარჩილ თალაკვაძემამუკა ბახტაძეგუგუტიანთკარირუსული ოკუპაციაNews ItemპოლიტიკაFull widthYes Inside article (replacing [gallery] placeholder)

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>