Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

თიკა ჯამბურია ხელწერილით გაათავისუფლეს

$
0
0

მომღერალი თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მომღერალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმიდაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მანქანაში თიკა ჯამბურიას შვილიც ზის. ტაბულას კითხვას, რატომ დააკავეს არასრულწლოვანი, შსს-ში პასუხობენ, რომ ის დედასთან ერთად იყო, ამიტომ ქუჩაში არ დატოვეს და მასთან ერთად მანქანით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებოდა ჯამბურიას დედაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკინგთანდაკავშირებით მოხდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ქართული
თიკა ჯამბურიაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთიკა ჯამბურიაNews ItemპოლიტიკაკულტურასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>