Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ელჩი 20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა

$
0
0

დიდი ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის მოვლენების დროს საქართველოს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა. ამის შესახებ ტაბულას საელჩოში უთხრეს.

უკვე გაირკვა ისიც, რომ პარლამენტში არ იყვნენ არც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიდა არც ევროკავშირის ელჩი.

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

ქართული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროგავრილოვის ღამე20 ივნისის ღამე20 ივნისის საქმეგიორგი გახარიადიდი ბრიტანეთის ელჩიდიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოშიგავრილოვის ღამეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>