Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

დიღმელაშვილი: როცა გაიგეს, რომ მსვლელობისთვის გვინდოდა, სცენა და პიკაპები არ მოგვაქირავეს

$
0
0

აქციების "სირცხვილია"ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ 29 ივნისის თავისუფლების მარშისთვის სცენა და პიკაპები არ მიაქირავეს. 

მისი თქმით, უარს მას შემდეგ ეუბნებოდნენ, რაც იგებდნენ, რომ ის მსვლელობისთვის სჭირდებოდათ. 

"დღეს 7-მა კაცმა არ მოგვაქირავა სცენა. პიკაპები "დასავლეთში ჰყავთ", მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ მსვლელობისთვის გვჭირდება. 

ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს", - დაწერა დიღმელაშვილმა ფეისბუქზე. 

დღეს, 29 ივნისს, საპროტესტო აქციების მე-10 დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობაადაგეგმილი. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის ანტისაოკუპაციომიტინგის დარბევისთვის პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.

ქართული
აქცია პარლამენტთანშოთა დიღმელაშვილიგავრილოვის ღამეთავისუფლების მარშიაქცია პარლამენტთანNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>