
თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ემუქრებიან. მუქარის ტექსტებს, რომ მათ მოკლავენ და ამით "გმირები გახდებიან", მოკლეტექსტური მესიჯებით უგზავნიან.
"მაინც აპირებ, ხომ პიდარასტებისმარშს? ოფისი ვიცი და შენი სახლიც, თავს მოგაჭრიდა გავხდები გმირი", - წერია გიორგი თაბაგარისთვის გაგზავნილ მესიჯში.
ასევე, სხვა ორგანიზატორს მისწერეს:
"უნდა მოგკლა შენ. არ გეგონოს, ვხუმრობ. შენ დაგვრიდავდა დაწყნარდება პიდარასტებისსამყარო. შენ პრაიდამდემოკვდები, გაიზე, თამაზ? მაგ წვერებითდაგკიდებთმკვდარს რუსთაველზე, აბა **ე არ გაბია. მოკვდები, დამიჯერე, დაბრედილსგნახავენ ღამით".
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.
თბილისში "ღირსების მარშის"ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს.
მის ჩატარებას ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან.
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"
აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ.
6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.
ასევე, ლევან ვასაძემ, რომელიც რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას "ნამდვილი კაცების აქცია"უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.