Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

მახათას მთაზე ტექნიკური ხარვეზის გამო მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა

$
0
0

საქართველოს პრემიერმინისტრმა მახათას მთიდან ვიდეო ტრანსლირების დროს ტექნიკური ხარვეზის გამო ბრიფინგი გამართა.

16:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგი ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო და პრემიერმა თქვა:

"სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა. მე მაქვს სურვილი, რომ გადავცე ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საზოგადოებას".

ამის შემდეგ ბახტაძემ მოსახლეობას დღევანდელი საეკლესიო დღესასწაულები, ასევე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნა მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბოდიში მოიხადა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს, 12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი", - წერია საზმაუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული
მამუკა ბახტაძემამუკა ბახტაძეNews ItemპოლიტიკაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>