Quantcast
Channel: ტაბულა - პოლიტიკა
Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

ვაკის პარკში დაკავებული ლექსო მაჭავარიანი 500 ლარით დაჯარიმდა, კვეკვესკირზე წარმოება შეწყდა

$
0
0

9 მაისს, ვაკის პარკში ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. Popmusic-სხელმძღვანელ ლექსო მაჭავარიანს მოსამართლემ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, კახაბერ კვეკვესკირზე კი საქმის წარმოება შეწყდა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, კვეკვესკირის საქმეზე დადგინდა, რომ ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ ოქმის შესადგენად საკმარისი საფუძველი არ იყო. გარდა ამისა, თუთბერიძის თქმით, დაკავებულს პოლიცია ედავებოდა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას, მაშინ, როცა აქციის მონაწილეს სწორედ ეს სიმბოლიკა ჰქონდა გაშარჟებული - ფოტოზე გამოსახული იყო პუტინი, თავზე ნამგალითდა უროთი.

რაც შეეხება ლექსო მაჭავარიანს, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ხოლო ძალაში დარჩა წვრილმანი ხულიგნობა. ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ მაჭავარიანს წვრილმან ხულიგნობად პრეზიდენტისთვის "მოღალატის"წოდება და უმისამართო გინება ჩაუთვალა.

9 მაისს, ვაკის პარკში ერთდროულად პრორუსული ძალების და ანტისაოკუპაციო აქციები გაიმართა. პრორუსულმა ძალებმა "უკვდავთა პოლკის"ანალოგიურ მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ისინი ითხოვდნენ ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. მეორე აქციაზე კი რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და საპროტესტო ბანერებთან ერთად, ჰქონდათ ანწუხელიძის ფოტოები. სწორედ ამ აქციის მონაწილეები დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტს სტვენითა და შეძახილებით: "მოღალატე", "მონა". ორივე აქციაზე ჯამში 5 ადამიანი დააკავეს და ყველა მათგანი იმავე დღეს, ხელწერილით გაათავისუფლეს.

ქართული
9 მაისიაქციავაკის პარკიარა ოკუპაციასრუსეთი ოკუპანტიაკახაბერ კვეკვესკირილექსო მაჭავარიანიდაკავებაჯარიმათბილისის საქალაქო სასამართლოსალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტი9 მაისიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

Viewing all articles
Browse latest Browse all 4728

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>